შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს
Zelensky discusses further steps toward peace with Trump

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ისაუბრებენ

17.03.2025 ნახვები: 253

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები, სავარაუდოდ, ამ კვირაში ისაუბრებენ, აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი

უიტკოფმა CNN-ს განუცხადა, რომ გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული რამდენიმე საათიანი განხილვა პოზიტიური და გადაწყვეტაზე დაფუძნებული იყო. ამასთან უიტკოფმა უარი თქვა დაედასტურებინა, მოიცავდა თუ არა ვლადიმერ პუტინის მიერ წაყენებული მოთხოვნები კურსკში მყოფი უკრაინული ძალების ჩაბარებას, რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას საერთაშორისო საზოგადოების მიერ, შეზღუდვებს უკრაინის მობილიზების შესაძლებლობებზე, დასავლეთის სამხედრო დახმარების შეჩერებას და უცხოელი სამშვიდობოების აკრძალვა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპს დისკუსიების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდეს.

„ის ჩართულია ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში და ველი, რომ ამ კვირაში იქნება ზარი [აშშ-სა და რუსეთის] პრეზიდენტებს შორის“, - აღნიშნა უიტკოფმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა