შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს
Zelensky discusses further steps toward peace with Trump

მარკო რუბიო - რთულია მოლაპარაკება ომის სამუდამო დასრულების შესახებ, სანამ ისინი ერთმანეთს ესვრიან

17.03.2025 ნახვები: 282

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის აშშ-ის სტრატეგია ორ ძირითად ეტაპს მოიცავს : გეგმა A-ს და გეგმა B-ს.

„მინდა ყველამ გაიგოს, არსებობს გეგმა. გეგმა A არის, სროლის შეწყვეტა, რათა გადავიდეთ გეგმა B-ზე, მეორე ფაზაზე, რომელიც არის ყველას დაჯდომა მოლაპარაკებების მაგიდასთან, შესაძლოა არა - შესაძლოა, მაქოს დიპლომატიის საშუალებით, გამოვნახოთ გზა, რომ სამუდამოდ დასრულდეს ეს ომი ისე, რომ იყოს მშვიდობა იყოს მდგრადი და პატივს სცემდეს ყველას საჭიროებებს“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, ომის ხანგრძლივი დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რთულია, სანამ მხარეები ერთმანეთს ესვრიან.

„არავინ ამბობს, რომ ეს მეორე ნაწილი ადვილია, მაგრამ ჩვენ ვერ მივალთ იმ მეორე ნაწილამდე, სანამ პირველ ნაწილს არ გადავლახავთ. რთულია მოლაპარაკება ომის სამუდამო დასრულების შესახებ, სანამ ისინი ერთმანეთს ესვრიან და ამიტომ პრეზიდენტს სურს ცეცხლის შეწყვეტა. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, იმ პირობით, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ეს თავისთავად ადვილი არ იქნება. მეორე ფაზა არის მოლაპარაკებები რაღაც უფრო მდგრადისა და მუდმივის მისაღწევად. ეს რთული იქნება. ეს მოითხოვს ბევრ შრომას, დათმობებს ორივე მხრიდან, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. ეს ომი არ შეიძლება გაგრძელდეს. პრეზიდენტმა ნათლად თქვა ამის შესახებ და ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ბოლომდე მიიყვანოს“, - აღნიშნა რუბიომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა