გივი თარგამაძე - რიჟვაძის თავს წისქვილის ქვა ტრიალებდა
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ორმხრივი მოლაპარაკებებისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის ზომების გატარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სალომე ზურაბიშვილი - მოვიდეთ გონს - წინააღმდეგობის პლატფორმა გაცოცხლდეს და ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, გვჭირდება პროგრამა და გვაქვს - „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება
სალომე ზურაბიშვილი - ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი - დარწმუნებული ვარ, არ ჩატარდება
ევროპარლამენტის რეზოლუცია - SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, „რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა“
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძეს მივმართავ - ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან

ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს - შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო

16.01.2025 ნახვები: 532

„ქართულმა ოცნებამ“ ქართველებს მომავალი წაართვა და თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე უნდა დასანქცირდნენ. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტარები ავრცელებენ.

ამასთან, განცხადებაში ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონალურ ორგანიზაციებს მოუწოდებენ, თავი აარიდონ “ქართული ოცნების” „თვითგამოცხადებული ოფიციალური პირების აქტიურ ლეგიტიმაციას“ , ასევე მოწოდებაა შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო.

წერილის ხელმომწერები არიან: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებისთვის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი, ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე და საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარე ანტონიო ლოპეზ-ისტურის უაითი.

“ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესებაზე. შოკირებული ვართ ამბებით, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ძალადობრივად თავს დაესხნენ ბათუმის სასტუმროში და შემდგომ საავადმყოფოში მკურნალობდა. ეს “ქართული ოცნებისა” და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ ორკესტრირებული მზარდი ძალადობის კიდევ ერთი მაგალითია.

ჩვენ გვერდში ვუდგავართ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც 50 დღეა ყოველ საღამოს საქართველოს ქუჩებში დემონსტრაციებს მართავენ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო, და ამ არჩევანს ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა ჰქონდა. ეს არ შეცვლილა. შეიცვალა ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქართველებს მომავალი წაართვა და თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ.

უარესობისკენ მიმავალი ვითარება საქართველოში პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს. იმ პოზიციაზე ვართ, რომ ამჟამად პრეზიდენტი სალოე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის ნების ერთადერთი ნათლად ლეგიტიმური წარმომადგენელია. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, ვინაიდან ის თაღლითური იყო და დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს არ სცემდა პატივს. ამ ორგანოს მიერ მიღებულ არც ერთ გადაწყვეტილებას არ ვაღიარებთ. მტკიცედ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველას, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, კერძოდ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს.

ინდივიდუალურ წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონალურ ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ოფიციალური პირების აქტიურ ლეგიტიმაციას და ამასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ, შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო. სასწრაფოდ მოვუწოდებთ ვადამდელი არჩევნებისკენ, რომლებიც გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება, მართული იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ფართო საერთაშორისო დაკვირვებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას წარმოაჩენს,” - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა