კონგრესმენი სტივ კოენი - რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ „ოცნება“ როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს - მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა
ჰელსინკის კომისია - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ
Enemy intensifies propaganda campaign around issue of Ukraine elections - watchdog
Ukraine realizes war to end with talks – NSDC secretary
Military aid to Ukraine from "Ramstein" members reaches $95B - Austin
Russians intensify campaign to discredit mobilisation in Ukraine - CCD
გიგა ბოკერია - თავისუფალი სამყარო ბოროტებასთან და მის ვასალებთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად აუცილებლად ერთიანი იქნება
ზურაბ ჯაფარიძე - საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი, დღეს დაკითხვა მორჩა, შემდეგ რას იზამენ, არ ვიცი

ზურაბ ჯაფარიძე - მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით! ჰაერში ვისროლე და დავემუქრე

05.10.2024 | 18:34 ნახვები: 246

მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით! - ამ განცხადებას „ფეისბუქზე“ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს, რომელიც პოსტს ავტომობილის ფოტოს ურთავს თან.

„გირჩი ტვ-დან" გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული.

ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ. ასევე, გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას. ჰაერში ვისროლე და დავემუქრე. პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე, სად შეძვრა. ეს "მერსედესი" ადგილზე "დაბუქსავდა" და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში. ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ თუ საჭირო გახდა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა