Russia keeps imposing propaganda, disinfo on residents of occupied areas - watchdog
Ukrainian guards hit Russian drone operators’ base near Vovchansk
Not only SAMs: British Defense Minister dwells on aid to Ukraine
Border guards show how they destroy enemy in Soledar direction
Partisans record movement of Russian military vehicles in Mariupol
Guerrillas report logistical problems with occupiers in Crimea
Iran's Supreme Leader issues statement over presidential helicopter crash
პარლამენტი ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

იენს სტოლტენბერგი - უკრაინელებს არ უთხოვიათ ნატო-ს ჯარები, მათ მეტი მხარდაჭერა ითხოვეს

05.09.2024 | 09:21 ნახვები: 212

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების განთავსებას არ გეგმავს.

ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან უკრაინაში იარაღის მიწოდების შეფერხების გამო, რუსულმა ძალებმა შეძლეს პროგრესის მიღწევა თავდასხმაში და მიუხედავად იმისა, რომ ახლა სიტუაცია იცვლება, ადგილზე ყოფნაზე საუბარი არ არის.

„ნატო არ აპირებს უკრაინაში ჯარების განთავსებას, როდესაც უკრაინას ვეწვიე, უკრაინელებს არ უთხოვიათ ნატო-ს ჯარები, მათ მეტი მხარდაჭერა ითხოვეს“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უკრაინაში სამხედრო გამარჯვებას მიაღწევს.

„პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ შეუძლია გაიმარჯვოს. ერთადერთი გზა მის დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, ბრძოლის ველზე იმის დამტკიცებაა, რომ ვერ გაიმარჯვებს და ერთადერთი გზა ამის მისაღწევად უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევაა“, - ამტკიცებს სტოლტენბერგი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა