CNN - ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის
თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქართულ პოლიტიკას ეშველება - რა გადაწყვეტილებაზე საუბრობს გოჩა მირცხულავა?!
ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა
ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება მასზეა დამოკიდებული
სალომე ზურაბიშვილი - ველოდები ემანუელ მაკრონს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთისა და “ქართული ოცნების” დროშები დაწვეს
შარლ მიშელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს

"გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ

05.08.2024 | 18:09 ნახვები: 254

"გავათენოთ საქართველოსთვის" - ამ ლოზუნგით 12 მაისს, 22:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოსმენა.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ თან იქონიონ საძილე ტომრები, მცირე ზომის კარვები და სხვა ნივთები.

„საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.

ყველა, ვინც ვირჩევთ საქართველოს ევროპაში და არა-ს ვეუბნებით რუსულ კანონს – 12 მაისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.

ვიკრიბებით და ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად.

რადგან ღამით დარჩენა მოგვიწევს, წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი, თან ვიქონიოთ საძილე ტომრები, მცირე ზომის კარვები, ფაუერბანკები, აირწინაღები, დამცავი სათვალეები და ყველა ის ნივთი, რაც დაგვეხმარება ვიყოთ უსაფრთხოდ.

ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით - გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინაღმდეგო მოქმედება.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა