ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება მასზეა დამოკიდებული
სალომე ზურაბიშვილი - ველოდები ემანუელ მაკრონს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთისა და “ქართული ოცნების” დროშები დაწვეს
შარლ მიშელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს
ევროკავშირის ელჩი - გაიწვიეთ ეს კანონი - ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, უნდა დავაჩქაროთ მუშაობა რეფორმებზე და გადავჭრათ კანონპროექტის საკითხი
მაიკლ როთი - არასწორი იქნება შეკავებასა და ჩუმ დიპლომატიას დავეყრდნოთ, წლების განმავლობაში ვცდილობდით ამას და მარცხი განვიცადეთ
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გზას აჩენს - საქართველოს შეუძლია ეს კანონი უარყოს და ევროპა აირჩიოს

"ხელოვნურმა ინტელექტმაც კი იცის, რომ კანონი რუსულია" - სილიკონის ველზე მცხოვრები ქართველები

05.07.2024 | 11:30 ნახვები: 242

სილიკონის ველზე მცხოვრები ქართველები "რუსული კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას უერთდებიან. ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მიმართვასაც ავრცელებენ.

"სილიკონის ველზე მცხოვრები ქართველები გამოვხატავთ შეშფოთებას იმის გამო, თუ როგორ იცვლის საქართველო დასავლურ კურსს, ეწინააღმდეგება პარტნიორობას ევროპულ ქვეყნებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

საქართველოს ერთადერთი გზა არის ევროატლანტიკური და ამის მისაღწევად საჭიროა თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების არსებობა, რომელიც ვითარდება ჩვენი მეგობარი ქვეყნების მუდმივი დახმარებით.

როგორც აღნიშნავენ ევროპარლამენტარები და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ე.წ. “უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი ემსახურება კრიტიკული ხმების ჩახშობას და მიზნად ისახავს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას. აშშ-ს, ისევე როგორც ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, ეს კანონი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს დასავლურ ტრაექტორიას.

კალიფორნიაში, სილიკონის ველზე მცხოვრები ქართველები მუდმივად ვცდილობთ, არ დავკარგოთ კავშირი საქართველოსთან, ჩავერთოთ საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიურ პროექტებში, დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს უკეთესი სახელმწიფოს შენებაში. ჩვენთვის მიუღებელია ისეთი კანონების მიღება, რომელიც საქართველოს გადაახვევინებს ევროპული გზიდან და გაგვაწყვეტინებს კავშირს მსოფლიოს ტექნოლოგიურ ცენტრებთან.

მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ გაიწვიოს კანონი და ნუ ეცდება საზოგადოების პოლარიზაციას არჩევნებამდე რუსული ტიპის კანონპროექტების ინიცირებით", - ნათქვამია მიმართვაში.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა