CNN - ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის
თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქართულ პოლიტიკას ეშველება - რა გადაწყვეტილებაზე საუბრობს გოჩა მირცხულავა?!
ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა
ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება მასზეა დამოკიდებული
სალომე ზურაბიშვილი - ველოდები ემანუელ მაკრონს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთისა და “ქართული ოცნების” დროშები დაწვეს
შარლ მიშელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს

გიორგი ვაშაძე - ნამდვილად გასაკეთებელია უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების რეესტრი, ოღონდ ამ რეესტრში დასარეგისტრირებელია მხოლოდ „ქართული ოცნება“

05.01.2024 | 14:38 ნახვები: 284

ხომ არ დაამატებთ პუნქტს ამ მეოთხე მუხლს და ბარემ პირდაპირ ჩაწერთ, რომ „ქართული ოცნება“ არის როგორც უცხო ძალის გამტარებელი, რუსული ინტერესების გამტარებელი?! – ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრს, ანრი ოხანაშვილს.

ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, „ქართული ოცნება“ რუსული ძალის გამტარებლად დაასახელა.

“ხშირად სვამთ კითხვას თუ რატომ არის ეს კანონი რუსული და მეოთხე პუნქტშიც გაქვთ უცხო ძალის ინტერესებთან საუბარი. მე ვფიქრობ, ნამდვილად გასაკეთებელია უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების რეესტრი, ოღონდ ამ რეესტრში მხოლოდ ერთი ორგანიზაციაა დასარეგისტრირებელი „ქართული ოცნება“, როგორც რუსული ძალის ინტერესების გამტარებელი.

ხომ არ დაამატებთ პუნქტს ამ მეოთხე მუხლს და ბარემ პირდაპირ ჩაწერთ, რომ „ქართული ოცნება“ არის როგორც უცხო ძალის გამტარებელი, რუსული ინტერესების გამტარებელი?!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა