CNN - ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის
თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქართულ პოლიტიკას ეშველება - რა გადაწყვეტილებაზე საუბრობს გოჩა მირცხულავა?!
ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა
ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება მასზეა დამოკიდებული
სალომე ზურაბიშვილი - ველოდები ემანუელ მაკრონს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთისა და “ქართული ოცნების” დროშები დაწვეს
შარლ მიშელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს

პრეზიდენტი - ამ ურთულესი გამოწვევებისას ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება

05.01.2024 | 14:36 ნახვები: 275

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და „ამ ურთულესი გამოწვევების დროს მას ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება“. პრეზიდენტის განცხადებით, ნათელია, რუსეთი ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეჩერდეს.

„როგორც პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს და ამ არჩევნებში ახალგაზრდებისა და დიასპორის აქტიურ ჩართულობას. მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები, რომელზეც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა აირჩიოს საქართველოს ევროპული მომავალი.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპულ პლატფორმაზე, ერთიან სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც შეუერთდებიან პოლიტიკური ძალები და არჩევნების შემდეგ განახორციელებენ იმ ინსტიტუციურ რეფორმებს, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების დასაწყებად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

გერტ იან კოპმანმა განმარტა, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება დიდი საფრთხეა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის და უდავოდ შეაფერხებს ამ პროცესს. მისი თქმით, ივნისის თვეში ევროკავშირი გაფართოების ახალ ეტაპზე იმსჯელებს და შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციული გახდეს და არ დააზიანოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი ხალხის ერთსულოვნება ქვეყნის ევროინტეგრაციასთან მიმართებით და მოუწოდა პარტნიორებს კვლავაც მტკიცედ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა