CNN - ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის
თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქართულ პოლიტიკას ეშველება - რა გადაწყვეტილებაზე საუბრობს გოჩა მირცხულავა?!
ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა
ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება მასზეა დამოკიდებული
სალომე ზურაბიშვილი - ველოდები ემანუელ მაკრონს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთისა და “ქართული ოცნების” დროშები დაწვეს
შარლ მიშელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს

ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტები - დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან

05.01.2024 | 14:35 ნახვები: 222

დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მათ ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელეს.

„დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის, როგორც მათი გადამწყვეტი არჩევანისთვის, იბრძვიან. მათ ის ოცნება აქვთ, რაც ჩვენ მაშინ გვქონდა. ჩვენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპულ ღირებულებებსა და ერთად ყოფნის სურვილს იზიარებენ, მხარს მტკიცედ ვუჭერთ“, - ნათქვამია ალარ კარისის, გიტანას ნაუსედასა და ედგარს რინკევიჩის ერთობლივ განცხადებაში.

ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატ ქვეყნებს მხარს დაუჭერენ.

ცნობისთვის, დღეს, ევროკავშირი ე.წ. „დიდი აფეთქების“ გაფართოების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2004 წლის 1-ელ მაისს ევროკავშირს 10 სახელმწიფო შეუერთდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა