პეტერ ფიშერი - თუ ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას
ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ე.წ. რუსული კანონი - "რუსულია", რადგან გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე
მაიკლ კარპენტერი - შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას
ჯოზეფ ბორელი - მოლდოვამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს
მამუკა მდინარაძე - სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა, ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენები გაიხსნას მუქარის გარეშე
კახა კალაძე - პროტესტი მართული იყო, ამ ყველაფრის უკან არიან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები
ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე შეთანხმდა
აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი - ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში

ახალგაზრდები სიცოცხლის ფასად დავიცავთ საქართველოს, სიცოცხლის ფასად დავიცავთ ამ დროშას - აქციის ერთ-ერთი მონაწილე

04.30.2024 | 22:41 ნახვები: 282

"ახალგაზრდები სიცოცხლის ფასად დავიცავთ საქართველოს, სიცოცხლის ფასად დავიცავთ ამ დროშას" - ამ განცხადებას აქციის ერთ-ერთი მონაწილე აკეთებს, რომლის წინააღმდეგაც სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

"როდესაც ვიდექით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სუფთა ხელებით სიმართლის მხარეს, ჩვენ არ გვეშინია, რადგან ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, შიში აქვთ იმათ, იმიტომ, იყენებენ ბერკეტებს - წყლის ჭავლს, ჩვენ, ახალგაზრდები სიცოცხლის ფასად დავიცავთ საქართველოს, სიცოცხლის ფასად დავიცავთ ამ დროშას. ესენი არიან ბიძინას და 83 კაცის მონა, მაგრამ შეუძლიათ გადმოვიდნენ ისტორიის სწორ მხარეს,“ - ამბობს აქციის -ერთ-ერთი მონაწილე.

ვითარება პარლამენტთან დაძაბულია - სპეცრაზმმა მოქალაქეების დარბევა დაიწყო, ასევე იყენებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა