პეტერ ფიშერი - თუ ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას
ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ე.წ. რუსული კანონი - "რუსულია", რადგან გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე
მაიკლ კარპენტერი - შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას
ჯოზეფ ბორელი - მოლდოვამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს
მამუკა მდინარაძე - სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა, ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენები გაიხსნას მუქარის გარეშე
კახა კალაძე - პროტესტი მართული იყო, ამ ყველაფრის უკან არიან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები
ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე შეთანხმდა
აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი - ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში

მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ამდენ ადამიანს ვერ დააჩოქებს - ხაზარაძე

04.30.2024 | 22:37 ნახვები: 271

"მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ამდენ ადამიანს ვერ დააჩოქებს", - ამ განცხადებას "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკეთებს.

ხაზარაძე ივანიშვილს მიმართავს და ეუბნება, რომ საზოგადოება პროტესტით არ დაიღლება:

"ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში დაამყაროს რუსული დიქტატურა, ეს არის მთელი სცენარი. ივანიშვილი თავის საცეცებით ყოფს ქვეყანას და აპირისპირებს საზოგადოებას. მინდა ვუთხრა, რომ ამ კანონის და რუსიფიცირება საქართველოში არ გამოუვა, ამდენ ადამიანს ვერ დააჩოქებს... ჩვენ ვიქნებით აქ, მანამ, სანამ საქართველო არ გაგისტუმრებს ამ პოლიტიკური არენიდან, შენ ამ ქვეყანას მოიტანე დიდი ზიანი, აპირისპირებ და ამ დაპირისპირებას არ შეგარჩენთ,“ - ამბობს ხაზარაძე.

ხაზარაძე მიმართავს რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებსაც: "არ მოგასვენებთ, იმიტომ, რომ თქვენ ემსახურებთ რუსეთს, რუსულ დიქტატურას და საქართველოს ყოფთ და საქარტველოს გაყოფა არავის შერჩენია"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა