შსს - ამოღებულია 52 კილოგრამამდე „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
Russian army loses 1,380 more soldiers in Ukraine
More than ten countries support Germany's initiative to bolster Ukraine's air defense
Ukrainian soldiers destroy Russia’s surveillance system with drone
More than 1,600 developments registered on Brave1 platform – Digital Transformation Ministry
Almost two-thirds of Poles want fortifications on border with Russia, Belarus
Zelensky: Every limitation of Russia's terrorist potential is forcing it to peace
პოლონეთში რუსეთის დივერსიულ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის 9 ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დეპუტატი ანი წითლიძეც დაშავდა

04.30.2024 | 22:37 ნახვები: 284

მამუკა მდინარაძე, ბიძინა, ეს მოგწონთ? გგონია, ეს რომ დაგვმართე, ჩვენს ახალგაზრდებს ამით უკან დაგვხევ? ცოტა აზრზე მოვალ და ისევ იქ დავდგები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა წითლიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ის სამართალდამცავების მხრიდან გამოყენებული ე.წ წიწაკის სპრეით დაშავდა.

წითლიძის თქმით, მშვიდობიანი ახალგაზრდები ხელებაწეული იდგნენ და ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

„ნახეთ, რა გააკეთეს. უბრალოდ ვცდილობდი, რომ უკანა მხრიდან დარბევის დროს ახალგაზრდებს წინ დავდგომოდი, რომ მაგის შესაძლებლობა არ მიეცათ, რომ ახალგაზრდებისთვის შეთრევა უნდოდათ. აქ დაგვაცალეს გაზი და წიწაკის სპრეი. მშვიდობიანი ახალგაზრდები ხელებაწეული იდგნენ.

მამუკა მდინარაძე, ბიძინა, ეს მოგწონთ? გგონია, ეს რომ დაგვმართე, ჩვენს ახალგაზრდებს ამით უკან დაგვხევ? ცოტა აზრზე მოვალ და ისევ იქ დავდგები. გგონია, ამით ვინმე შეაშინე? შენ ხარ შეშინებული, იმიტომ, რომ ასე გჭირდება ჩვენი და ამ ახალგაზრდების დაზიანება, რომ შენ პარლამენტიდან გახვიდე. ამ ბავშვებს ეს იმიტომ დაუშინეს, რომ ეს მშიშარა „ქართული ოცნების“ დეპუტატი პარლამენტიდან გასულიყვნენ“, - აღნიშნა წითლიძემ.

ცნობისთვის, ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად პარლამენტის შენობასთან მიმდებარე აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

მათ პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ.

იპნ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა