ირაკლი კობახიძე - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას, სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას
21 მაისამდე საქართველოში შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მომიტინგე - უცნობი ბანდის წევრები ნიღბებით მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
Enemy keeps one warship in Black Sea
Russia’s invasion force loses 1,410 personnel in Ukraine over past day
CoE firmly supporting Ukraine - Baerbock
New U.S. defense aid to change battlefield situation - State Dept
Drone attack reported in Russia’s Belgorod region

ბადრი ჯაფარიძე - ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში

04.30.2024 | 10:34 ნახვები: 244

ივანიშვილმა ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში. კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც 29 აპრილს თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ სახალხო შეკრების დროს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, 28 ოქტომბრისთვის საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და მმართველი პარტია ხელისუფლებას უნდა ჩამოაშოროს.

„დღეს ივანიშვილმა კიდევ ერთხელ და ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში. კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნებზე “ოცნება” ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, სხვა შემთხვევაში, ეს ადამიანი და მისი ყურმოჭრილი მსახურები გადაჩეხავენ ქვეყანას იმ უფსკრულში, რომელსაც რუსეთი ჰქვია. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ჩვენი ქვეყნის რუსეთის მიერ ხელახალი ოკუპაციის საფრთხის წინაშე და უნდა გავაძლიეროთ ბრძოლა საქართველოს მომავლის გადასარჩენად!“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა