ზურაბ ჯაფარიძე - მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი, ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან - „აქციებთან დაკავშირებით“ დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
მაიკლ როთი - ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება
ირაკლი კობახიძe: ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა
ოცნება ჩიხშია, პრემიერის შეთავაზება ახალგაზრდებს - ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს
ირაკლი კობახიძე - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას, სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას
21 მაისამდე საქართველოში შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მომიტინგე - უცნობი ბანდის წევრები ნიღბებით მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
Enemy keeps one warship in Black Sea

ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილმა გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა „რუსული კანონი“, ჩვენი ნერვებით თამაშობს

04.30.2024 | 10:00 ნახვები: 227

ივანიშვილმა გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა „რუსული კანონი“ და ეს უბრალოდ თამაშის ნაწილია. ჩვენი ყოველდღიურობით, ნერვებით თამაშობს, ერთობა. თურმე დაგვღლის და მერე გადაგვივლის. რეალურად კი შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა სცენაზე მის ტაშის მკვრელებთან ერთად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს არც ერთი სიტყვა ხალხის კეთილდღეობაზე, დასაქმებაზე, ხელფასების მატებასა და გადასახადების შემცირებაზე.

„12 წლის თავზე, ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებული მილიარდერი კაცი, გამილიონერებულ ჩინოვნიკებთან ერთად იდგა სცენაზე და იქიდან მიმართავდა მისივე გაღარიბებულ, სიდუხჭირეში მცხოვრებ ხალხს. იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებით და დაშინებით ჩამოიყვანეს აქციაზე.

არცერთი სიტყვა ხალხის კეთილდღეობაზე, ხალხის დასაქმებაზე, ხელფასების მატებაზე, გადასახადების შემცირებაზე, ხალხის ხელშეწყობაზე. არცერთი სიტყვა მოქალაქეების საჭიროებებზე.

კაცი, რომელსაც იმდენი ფული აქვს, რომ ვეღარ ითვლის, ტაშს აკვრევინებდა საზოგადოებას (რიგ შემთხვევაში ჩაწერილ ტაშს ) და პიედესტალიდან ამბობდა - კიდევ უფრო გაგაღარიბებთ, პერსპექტივას მოგიკლავთ, ევროპას ჩამოგაშორებთ, თქვენ კი ჩემი და ჩემი ჩინოვნიკების სიმდიდრით დატკბითო.

როგორი დამცინავი იყო მთელი მისი გამოსვლა, სადაც ძირითადად სიძულვილზე, დაყოფაზე, დაპირისპირებაზე საუბრობდა.

ხაზს უსვამდა, რომ გენიოსი, სტრატეგოსია და მხოლოდ მან იცის რა არის სწორი, მართალი. დაიქადნა, რომ ხელებს გადაგიგრეხთ, „დუბინკებს“, ტყვიებს დაგიშენთ და მაინც გავიტან რაც გადაწყვეტილი მაქვსო.

დასცინოდა ხალხს, ახალგაზრდებს, მსახიობებს, სპორტსმენებს, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს შვილებს.

მხოლოდ სიძულვილს აფრქვევდა! გამოგონილ მტრის ხატს ხატავდა. ვისაც ევროპული მომავალი გვინდა მუშტები მოგვიღერა - დაგამარცხებთ და წელში გაგტეხთო. ამასობაში, მისი მილიარდერი შვილი, დაცვის ალყაში მოქცეული, მსვლელობას იმ ახალგაზრდებთან ერთად მოუყვებოდა, ვისაც პერსპექტივა სწორედ ივანიშვილებმა და კოლექტიურმა „ივანიშვილებმა“ მოუკლეს.

მედიდურად იდგა და დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს მისივე დაცვის კორდონის უკან მდგარი არცერთი ახალგაზრდის პრობლემა არ გაახსენდება. არ დააინტერესებს და ცხადია, არც არასდროს მოიკითხავს.

ივანიშვილმა დღეს გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა „რუსული კანონი“ და ეს უბრალოდ თამაშის ნაწილია. ჩვენი ყოველდღიურობით, ნერვებით თამაშობს, ერთობა. თურმე დაგვღლის და მერე გადაგვივლის, ამას ისეთი სიამოვნებით ამბობდა, რთულია არ დაეჭვდე იმის თაობაზე, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა დამძიმებულია.

სად იყო მის გამოსვლაში ხალხი? სიყვარული? პოზიტივი? ერთობა? ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ნეგატივი და ბოროტება აფრქვია სცენიდან? ამას იმსახურებს ჩვენი მრავალჭირნახული საქართველო? ამას იმსახურებს ილიას საქართველო? ჭირსაც წაუღია ყველა პარტია, როცა ეროვნულ, სახელმწიფოებრივ საკითხებს ეხება საქმე! ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ, მტკიცე და ერთმანეთის მხარდამხარ.

რეალურად შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა სცენაზე მის ტაშის მკვრელებთან ერთად.

ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ხალხს ვერავინ დააჩოქებს! წინ გამარჯვებისკენ! შინ ევროპაში! არა რუსულ კანონს! ვაჩვენოთ, რა შეუძლია სიყვარულით გაერთიანებულ საქართველოს!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა