ახლა ამის საჭიროება არ დამდგარა - იოსელიანის თქმით ვახტანგ გომელაურთან საუბრის საჭიროება არ დგას
თეთრი სახლის პრესმდივანი - თუ კანონპროექტი იქნება მიღებული, იძულებული გავხდებით, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები საქართველოსთან
ექიმი - დავით ქაცარავას ჩაუტარდა ოპერაცია - მხედველობის მიმართულებით როგორია მისი მდგომარეობა, დილით გვეცოდინება
მშობელი შეძლებს მისვლას და იმ წამლის მიწოდებას - რა ინფორმაცია აქვს სახალხო დამცველს გმირთა მოედანზე დაკავებულ ახალგაზრდაზე
რატომ არ ნახა უშუალოდ ლევან იოსელიანმა დავით ქაცარავა - სახალხო დამცველი, როგორც ინსტიტუცია ყველასთან მივა
„სახალხო დამცველს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო" - ლელა ჯეჯელავას პოსტზე გაცემული პასუხი - სახალხო დამცველი არის იქ სადაც უნდა იყოს
პრეზიდენტი - წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება
პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებისთანავე დღის წესრიგში საკომიტეტო მოსმენის გადადებას დააყენებენ

04.29.2024 | 09:46 ნახვები: 233

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებისთანავე დღის წესრიგში საკომიტეტო მოსმენის გადადებას დააყენებენ.

როგორც ბოკუჩავამ განმარტა, აღნიშნულს საზოგადოებაში ვნებათაღელვის თავიდან აცილების მიზნით მოითხოვენ.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონი გაიწვიოს, თუმცა, როგორც მინიმუმ, დღეს, როცა მათი დაორგანიზებული „რუსული მარშია“, სადაც ძალდატანებით მოჰყავთ ადამიანები და უმეტესწილად, საჯარო სექტორის წარმომადგენლები, მნიშვნელოვანია, კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით, რომ დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა გადაიდოს. აღნიშნულს დღის წესრიგში დავაყენებთ კომიტეტის დაწყებისთანავე, თუმცა, თუ ეს შეგონება ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა მორიგ ჯერზეც არ გაითვალისწინეს, ჩვენ ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აღნიშნული კანონის მიღების პროცესი გავაჩეროთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, გამართავს თუ არა დღეს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ შეკრების პარალელურად აქციას, ბოკუჩავა პასუხობს, რომ „ეს ორგანიზებული არ არის“.

„მე რამდენადაც ვიცი, ორგანიზებული ასე არ არის, შეიძლება ადამიანები შეიკრიბონ, რადგან ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, როგორ იკრიბებიან ადამიანები თბილისის ქუჩებში, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსული კანონის მიღება. კიდევ ერთხელ ვთხოვ, მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც იძულებითი წესით მოჰყავთ დღეს „რუსულ მარშზე“ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს, ნუ შეეწინააღმდეგებით, ნუ დაუპირისპირდებით საკუთარ შვილებს, მათ ევროპულ მომავალს, ქვეყანა ჩვენ, ყველას ერთად გვეკუთვნის, ხვალ აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, მაგრამ ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ევროპისკენ სვლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა აქედან ამოვა, როცა დღეს მიიღებს თუნდაც, მძიმე გადაწყვეტილებას, იმასთან დაკავშირებით, შეუერთდეს თუ არა, ძალდატანებით ივანიშვილის პარტიის მიერ მოწყობილ „რუსულ მარშს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ipn

ყველას ნახვა
ყველას ნახვა