"გამოვთქვი სინანული, რომ პარტნიორები თავს არიდებენ დისკუსიას" -კობახიძე
Anonymous ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი გათიშა
"აღდგომას შევხვდეთ ქაშვეთთან" - ეკლესიის ეზოში, ახალგაზრდები ხვალინდელ შეკრებას აანონსებენ
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს- განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
"პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა" - ზურაბიშვილი
"საქართველოს მომავალი EU-შია... არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი" - მიშელი კობახიძეს ესაუბრა
შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედულნი

პრემიერი - ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი - ამ კანონზეც გვეუბნებიან რომ ცუდია, ტყუილია, გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები

04.23.2024 | 18:14 ნახვები: 249

ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი - არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი; აქაც, კანონზე რომ გვეუბნებიან, რომ ცუდია, ტყუილია, გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ შეუქმნის „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას.

კობახიძის თქმით, აღნიშნული კანონი არათუ საფრთხეს არ შეუქმნის ევროინტეგრაციას, არამედ პირიქით, „ამ კანონის მიღება, აუცილებელი პირობაა, რათა წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე“.

„ბევრ რამეს ამბობდნენ - იმასაც ამბობდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით, ვერ მივიღებდით ვერაფერს ევროკავშირისგან, 27 ქვეყნის ელჩის დემარში იყო, „წითელი ხაზიაო“, ასე თქვეს. 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრა, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით, უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი ევროკავშირთან დაკავშირებით. გათავისუფლებაზე იყო საუბარი, რადგან ტყუილი „მესიჯი“ იყო, რომ ვკლავდით სააკაშვილს. აქაც იგივე ხდება - ტყუილი, რომ ვითომ ეს კანონი არ ვარგა და მეორე, რომ ეს კანონი არ უნდა მივიღოთ. მაშინ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და გავხდით კანდიდატი ქვეყანა. ახლაც - მივიღებთ ამ კანონს და წინ წავიწევთ ევროკავშირის მიმართულებით, როგორც კანდიდატის სტატუსი მოგვცა. მთელი ევროპა დარაზმული იყო სააკაშვილის გასათავისუფლებლად, რადგან უცხო გავლენები იყო ევროკავშირზე. მაგრამ ბოლომდე გავიტანეთ ჩვენი. სააკაშვილთან დაკავშირებით ტყუილი ვრცელდებოდა, არ კვდებოდა, სიმულირებდა და შესაბამისად, რასაც ევროპელი პოლიტიკოსები, დიპლომატები გვეუბნებოდნენ, ტყუილი აღმოჩნდა. არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. აქაც კანონზე რომ გვეუბნებიან რომ ცუდია, ტყუილია, გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები საქართველოსთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც ნიკა გვარამია პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული. ამ კონტექსტშიც კობახიძემ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ გამჭვირვალობა საჭიროა იმისთვისაც, რომ „ასეთი ტყუილები აღარ მოხდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი, თითქოს გვარამია პოლიტპატიმარი იყო, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც თქვა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი აბსოლუტურად სამართლიანი იყო. აქაც იგივეა - „ენჯეო“ დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ამ „ენჯეომ“ გაუგზავნა იქით ტყუილი, რომელიც მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომაა აუცილებელი გამჭვირვალობა. გამჭვირვალე რომ იქნება, შემდეგ გაუჭირდება „ენჯეოს“ სახელმწიფო დეპარტამენტის მოტყუება და სახელმწიფო დეპარტამენტსაც ანგარიშში „ენჯეოს“ მიერ მიწოდებული ტყუილის ჩაწერა. ეს ჩაკეტილი წრეა ამ გაუმჭვირვალობის პირობებში. გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის იმისთვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა