"გამოვთქვი სინანული, რომ პარტნიორები თავს არიდებენ დისკუსიას" -კობახიძე
Anonymous ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი გათიშა
"აღდგომას შევხვდეთ ქაშვეთთან" - ეკლესიის ეზოში, ახალგაზრდები ხვალინდელ შეკრებას აანონსებენ
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს- განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
"პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა" - ზურაბიშვილი
"საქართველოს მომავალი EU-შია... არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი" - მიშელი კობახიძეს ესაუბრა
შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედულნი

ანა ნაცვლიშვილი - მმართველი პარტიის სპიკერი აცხადებს, საქართველო არაა მზად ევროკავშირისთვისო, მხოლოდ ორი ვინმე ამბობს ამას, რუსეთი და “ოცნება”

04.21.2024 | 15:52 ნახვები: 266

გამოდის მმართველი პარტიის სპიკერი და ამბობს საქართველო არაა მზად ევროკავშირისთვისო!- მხოლოდ ორი ვინმე ამბობს ამას - რუსეთი და “ოცნება” - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, ამასთან, „არც ევროკავშირია მზად გაფართოებისთვის“.

“ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და გახსნა კარი გაფართოებისთვის - საქართველოსთვის. გერმანიის კანცლერმა "ევროკავშირი ლისაბონიდან თბილისამდეო” ახალი გეოპოლიტიკური რეალობა გააცხადა. ეს რეალობა თავისი ბრძოლით ააშენა ქართველმა ხალხმა - მარტის ბრძოლით მათ შორის, და ამ დროს გამოდის მმართველი პარტიის სპიკერი და ამბობს საქართველო არაა მზად ევროკავშირისთვისო!

მხოლოდ ორი ვინმე ამბობს ამას - რუსეთი და “ოცნება”, სხვა ყველა ისტორიულ გაფართოებას უჭერს მხარს და ამისთვის მუშაობს. მაშ, რისთვისაა მზად საქართველო ოცნების აზრით?!

იმისთვის, რომ ოფშორებიდან კრიმინალური ფული გადმოიტანონ რუსმა ოლიგარქებმა აქ და ამ ფულის სამრეცხაოდ გადაიქცეს ქვეყანა (ამის კანონი მიიღეს რუსულ კანონთან ერთად), ხოლო თუ ვინმე ხმას ამოიღებს აღნიშნულზე და შეეწინააღმდეგება, რუსული კანონით გააჩუმონ.

ოლიგარქის ოცნება რომ ხართ მზად ამ სცენარისთვის, ვხედავთ, მაგრამ ხალხი არ არის თანახმა ამაზე, ხალხი, ვისაც ეკუთვნის ეს ქვეყანა!

თქვენ ვინ ხართ, რომ დაასრულოთ ამ ქვეყნის ისტორია?! ისტორიას წერს ხალხი და თქვენ ამ ისტორიაში მოღალატეების სახელით ჩაეწერებით!“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა