პოლიციამ აქციაზე ორი მუსიკოსი, სანდრო ქერაული და მიხო კალანდარიშვილი დააკავა
არა რუსულ კანონს ! - პროტესტი ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზში, სადაც მთავრობის წევრებიც იმყოფებიან
ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია - გიორგი ქვილითაია
საგარეო უწყება - პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა
რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობის მონაწილეები გმირთა მოედანზე მივიდნენ
ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება - თორნიკე ოქრიაშვილი
ჩვენ ვართ საქართველო ზღაპრის ბოლო კეთილია -
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა

ვახტანგ გომელაური - ნათლად ჩანდა, ვინ ძალადობდა - შეიძლება ბევრი იყო ოპოზიციიდან

04.19.2024 | 14:05 ნახვები: 251

ელისაშვილის შემთხვევაზე ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო - მე რომ შეფასებები გავაკეთო იტყვით, რომ "აი, თქვენ გამოძიებაზე გავლენას ახდენთ", ამიტომ მეტს არაფერს ვიტყვი, დაველოდოთ გამოძიებას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, რითაც პოლიციელების მიერ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გამოძიება დაადგენს რატომ და როგორ მოხდა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, აქციაზე იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ განცხადებების კეთებით შემოიფარგლებოდნენ, მაგრამ ასევე იყვნენ ისინიც, რომლებიც ძალადობდნენ და პოლიციასთან კონფლიქტში თავად შედიოდნენ.

„ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა რომ ორი სიტყვა ვთქვა, წეღან თქმა არ მაცალეს. ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა. გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, რომ ან ეს იყო, ან ესე იყო, ესე მოუვიდა, ისე მოუვიდა, იმან გადაამეტა, ამან გადაამეტა. გამოძიება დაწყებულია და მერე მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რომ თქვენ ესე თქვით და ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზე, სასამართლოზე და ა.შ. დაველოდოთ. კადრებში ნათლად ჩანდა თუ რა ხდებოდა რეალურად და გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი, ვინ ძალადობდა ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო. ბევრი იყო შეიძლება ოპოზიციიდან. მე არ ვიძახი ყველაზე, რომ ყველა ძალადობდა, ვთქვათ ოპოზიციის ლიდერები. ნორმალურად იყვნენ, განცხადებას აკეთებდნენ და ეს ნორმალურია, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იყო ეგრე, მაგრამ იყვნენ ადამიანები. რომლებიც ძალადობდნენ და მოუწოდებდნენ, თვითონ შედიოდნენ პოლიციასთან კონფლიქტში, შეურაცხყოფას აყენებდნენ. დაველოდოთ“, - განაცხადა გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა