გაერთიანებული სამეფოს საელჩო - საქართველოს მოქალაქეების ხმა გაგონილ უნდა იქნეს!
გიტანას ნაუსედა - საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
აშშ-ის საელჩო - საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა
რომან გოცირიძე - მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო
საფრანგეთის საგარეო უწყება - საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა
General Staff: 121 combat clashes on front lines in past day
Armenia agrees on cooperation program with NATO for 2024

იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ

04.19.2024 | 09:12 ნახვები: 247

ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ, - აცხადებს ევროპარლამეტარი რასა იუკნევიჩიენე.

მისი თქმით, ევროპულ პარლამენტში კენჭისყრა რამდენჯერმე მოხდა რეზოლუციებზე საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც იყო ნახსენები საჭიროების შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს დაეკისროს სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და ა.შ.

"მინდა კიდევ დავუბრუნდე იმას, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ - ქვეყნისკენ, რომელმაც ომი დაიწყო და ეს გახლავთ ყველაზე საშიში შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს.

მომავალ კვირას გვექნება სპეციალური დებატები საქართველოს მოვლენებზე. მაგრამ სანქციები ვერ შეცვლის მთავრობას თქვენს ქვეყანაში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რეალურად არ დაიმსხვრეს ქართველთა ოცნებები, არ ვგულისხმობ პარტია ქართულ ოცნებას, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ეს დევს სასწორზე დღეს. სომხეთმა დაიწყო ამჟამად ლიდერის პოზიციების დაპყრობა ევროპისკენ მიმავალ გზაზე და სამწუხაროდ, საქართველო ამას აღარ აკეთებს", - აცხადებს იუკნევიჩიენე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა