"ძალადობა შობს ძალადობას"- კობახიძე დარბევისას დაშავებულებზე
პრემიერი - გუშინდელი ძალადობრივი აქცია აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით დაიგეგმა
რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს - პრემიერი
ირაკლი კობახიძე - უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ
გიორგი მარგველაშვილი - ივანიშვილს უნდა, რომ მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას
დავით ბაქრაძე - გამოსავალი მხოლოდ ერთია - კანონის სასწრაფოდ უკან გაწვევა
დავით კირკიტაძე უმრავლესობას - ხდება, როცა „ჟიგულის“ „რენაუტის“ საჭესა და „ფორდის“ საბურავებს უყენებენ, მაგრამ ის მაინც „ჟიგულია“ - თქვენი კანონიც არის რუსული
სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, „არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ“

ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

04.18.2024 | 20:28 ნახვები: 252

„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

როგორც მან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მსგავსი სისასტიკის დარბევა არ ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლამდეც და მას შემდეგაც აქციებს ესწრება.

ირაკლი კუპრაძის თქმით, აქციის დარბევა იყო უმძიმესი დანაშაული, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა.

„იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დღეებში საქართველოს პარლამენტთან იდგნენ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ, ვერ შეაშინებენ. მე მსგავსი სისასტიკის დარბევა არ მახსოვს - ადამიანს, რომელიც 2012 წლამდეც და მის შემდეგაც აქციებზე ვდგავარ. ეს სასტიკი დარბევა იყო, ადამიანის მისაშველებლად მივედი, რომელსაც ძირს დაგდებულს ურტყამდნენ და ამ დროს უმიზეზოდ დამაკავეს. სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა - ეს უმძიმესი დანაშაული იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა. ეს არის შეტევა საქართველოს პროევროპულ კურსზე. მე და ჩემი თანამებრძოლები საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს მოვემსახურებით. „ქართული ოცნება“ რუსეთს ემსახურება და სანამ ის არ შეიცვლება, იქნება მუდმივი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მისი სასამართლო პროცესი გადაიდო.

ცნობისთვის, ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად საპროტესტო აქციის დროს დააკავა. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა