"ძალადობა შობს ძალადობას"- კობახიძე დარბევისას დაშავებულებზე
პრემიერი - გუშინდელი ძალადობრივი აქცია აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით დაიგეგმა
რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს - პრემიერი
ირაკლი კობახიძე - უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ
გიორგი მარგველაშვილი - ივანიშვილს უნდა, რომ მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას
დავით ბაქრაძე - გამოსავალი მხოლოდ ერთია - კანონის სასწრაფოდ უკან გაწვევა
დავით კირკიტაძე უმრავლესობას - ხდება, როცა „ჟიგულის“ „რენაუტის“ საჭესა და „ფორდის“ საბურავებს უყენებენ, მაგრამ ის მაინც „ჟიგულია“ - თქვენი კანონიც არის რუსული
სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, „არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით

04.18.2024 | 19:00 ნახვები: 293

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, აშშ უერთდება ევროპელ მოკავშირეებს მოწოდებაში, რომ საქართველომ არ მიიღოს კანონი და აღნიშნავს, რომ თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა.

“ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ვუერთდებით საქართველოსადმი მოწოდებაში, რომ არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს - სურვილს, რომ სრულიად ინტეგრირებული გახდნენ ევროკავშირში.

საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც მის მოქალაქეებს ემსახურება და საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს. თუ იქნება მიღებული, შემოთავაზებულ კანონმდებლობას შეუძლია გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს, ორგანიზაციების სტიგმატიზაცია მოახდინოს, რომლებსაც ეს სარგებელი საქართველოს მოქალაქეებთან მიაქვთ, ხელი შეუშალოს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციისადმი ჰქონდეთ წვდომა. ასეთი კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. ყველა მხარეს მოვუწოდებთ მშვიდობიანი შეკრების უფლება დაიცვან,” - წერს მილერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა