სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები არიან მტრები, აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას
"1 მაისს აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა" - საგანგებო
"ქართველმა ხალხმა აირჩია ევროატლანტიკური მომავალი - აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ამას" ​​​​​​ - ჰელსინკის კომისია
"მოვუწოდებ ევროკომისიას, შეაჩეროს კანდიდატის სტატუსი და შეამციროს [საქართველოს] ეკონომიკური დახმარება" - აუსტრევიჩუსი
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დარბევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე აამოქმედეს
შსს - პოლიციას რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია - თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის
მამუკა მდინარაძე - ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს სესიაზე, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია

მამუკა ხაზარაძე - ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციის სამმართველოსთან, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა

04.18.2024 | 16:44 ნახვები: 231

თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს, - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ის პარტიის ლიდერებთან ერთად პოლიციის სამმართველოსთან მივიდა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის რუსული და ეწინააღმდეგება მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს.

„ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციის სამმართველოსთან, რათა ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა, რომელიც 2 დღის წინ პოლიციამ აბსოლუტურად უკანონოდ დააპატიმრა. დღემდე არ ვიცით არანაირი ბრალდება, თუ რა დააშავა მან. ვიცით კადრები, იქ ვიყავით, თუ როგორ შეათრიეს ის და უხეში ქმედებით, როგორ აღუკვეთეს თავისუფლება. მთელ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანას თავზე მოახვია კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სულისკვეთებას, თავისუფლებას და რაც ყველაზე მთავარია, ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ გზას. ამიტომ, ეს ბრძოლა იქნება პრინციპული. ეს არის რუსული კანონი. ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული. ყველა იმ ადამიანს, ვინც პასიური მდგომარეობიდან აკვირდება სიტუაციას, მინდა მოვუწოდო, რომ დღეს პასიურობის, სახლში ჯდომის დრო არ არის, ეს არის კანიონი, რომელიც ერთ დღეს გაგვაღვიძებს რუსეთში. ამ კანონს არ უწერია საქართველოში მიღება მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ ეს არის რუსული კანონი და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ უფლებას, კონსტიტუციაში ჩანაწერს, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს, რაც არის ევროკავშირი. ამის შესახებ გვითხრა მთელმა თავისუფალმა სამყარომ. აქეთ მხარეს დგას ბიძინა მისი დამქაშებით. ამიტომ, თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს. ჩვენ აქ მოვედით, რომ დავაფიქსიროთ ძალიან სერიოზული პროტესტი არა მარტო ამის გამო, არამედ იმის გამო, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“,-განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად საპროტესტო აქციის დროს დააკავა. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა