შსს - პოლიციას რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია - თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის
მამუკა მდინარაძე - ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს სესიაზე, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
აქციის მონაწილეს რეზინის ტყვია თვალში მოარტყეს
მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საქართველოში რუსული დიქტატურის გაფორმება
სახალხო დამცველი - მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს
EU-ს ასპირანტი ქვეყანა ასე არ იქცევა, საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიას შორდება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
დარბევის შედეგად, "მთავარი არხის" ოპერატორი, ზუკა ჩხვირკია დაშავდა
დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება... ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე- პრეზიდენტის მიმართვა დემონსტრანტებს

სალომე სამადაშვილი - რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც

04.18.2024 | 16:12 ნახვები: 252

რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც. თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ იგივე გზას დაადგება ამ ქვეყანაში და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ოპოზიციას ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „პოლიტიკური ძალადობა რუსულმა ხელისუფლებამ უკვე ნორმად გახადა“.

„პოლიტიკური ძალადობა რუსულმა ხელისუფლებამ უკვე ნორმად გახადა. რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც. თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ იგივე გზას დაადგება ამ ქვეყანაში და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა. ნაცემია „ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და ახლაც პატიმრობაშია. ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმა ყველას გვახსოვს და მაინტერესებს, რას ცვლის შალვა პაპუაშვილი და რუსული უმრავლესობის სხვა წევრები აქ? თვითონ დაუსჯელად შეუძლიათ თავს დაესხნენ ოპოზიციონერ დეპუტატებს და თავად, დაქირავებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილს პოლიციური უწყებები, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს გარეთ გაუსწორდნენ? არავის ეშინია არანაირი ძალადობის. ყველა შემთხვევაზე რეაგირებას მოვითხოვთ, მათ შორის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გუშინ სამარცხვინოდ განხორციელებულ თავდასხმაზე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა