აქციის მონაწილეს რეზინის ტყვია თვალში მოარტყეს
მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საქართველოში რუსული დიქტატურის გაფორმება
სახალხო დამცველი - მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს
EU-ს ასპირანტი ქვეყანა ასე არ იქცევა, საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიას შორდება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
დარბევის შედეგად, "მთავარი არხის" ოპერატორი, ზუკა ჩხვირკია დაშავდა
დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება... ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე- პრეზიდენტის მიმართვა დემონსტრანტებს
რუსთაველზე იყენებენ რეზინის ტყვიებსაც
"ძალადობა შობს ძალადობას"- კობახიძე დარბევისას დაშავებულებზე

დმიტრო კულება „დიდ შვიდეულს“ - უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება Patriot-ისა და SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები

04.18.2024 | 16:12 ნახვები: 226

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მიმართა, რომ კიევს დღეს სასწრაფოდ ესაჭიროება Patriot-ის და SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

უკრაინული მედიის ცნობით, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის დროს და შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„გზავნილი მარტივია: მსოფლიო უბრალოდ ვერ უყურებს, როგორ ხოცავენ უკრაინელებს რუსული რაკეტებითა და დრონებით. უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება Patriot-ისა და SAMP/T-ის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსული ტერორისგან დასაცავად", - ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.

მინისტრის განმარტებით, სწორედ ეს საჰაერო თავდაცვის სისტემებია პრიორიტეტული, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება.

კულებას თქმით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა უკრაინას დაუყოვნებლივ მიაწოდონ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ვნახეთ, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შეუძლიათ მიიღონ მართლაც ძლიერი და არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებები, მადლობელი ვართ იმისთვის, რაც მათ უკვე გააკეთეს ჩვენთვის, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი, მით უფრო თამამი გადაწყვეტილებებია საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ „დიდ შვიდეულს“ შეუძლია ამ გადაწყვეტილებების მიღება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა