Anonymous ამბობს, რომ "ოცნების" და POSTV-ის ვებგვერდები გათიშა
სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები არიან მტრები, აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას
"1 მაისს აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა" - საგანგებო
"ქართველმა ხალხმა აირჩია ევროატლანტიკური მომავალი - აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ამას" ​​​​​​ - ჰელსინკის კომისია
"მოვუწოდებ ევროკომისიას, შეაჩეროს კანდიდატის სტატუსი და შეამციროს [საქართველოს] ეკონომიკური დახმარება" - აუსტრევიჩუსი
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დარბევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე აამოქმედეს

სალომე ზურაბიშვილი - არჩევნების თემა იქნება: რუსეთი თუ ევროპა

04.18.2024 | 14:40 ნახვები: 250

რასაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ვხედავთ, არის, მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს. დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა არჩევნების გზით უნდა მოიპოვოს.

„ეს უნდა გახდეს სტრატეგია და უნდა იყოს მიმართული მომავალ არჩევნებზე. ჩვენ აღარ გვჭირდება ამ ქვეყანაში გადატრიალებები, რადიკალური გადაწყვეტილებები, ეს ქვეყანა უნდა დარჩეს სტაბილური და ჩვენი გზა ევროპისკენ არჩევნებში უნდა მოვიგოთ. არჩევნების თემა იქნება : რუსეთი თუ ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა