სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს
გივი თარგამაძე პოლიცილებს - ცუდი დღეები გელით, ერთი მხრივ – სახალხო სირცხვილი, მეორე მხრივ – პასუხისგება
War update: 122 combat clashes on front lines in past 24 hours
U.S. Senate passes Russian uranium import ban
Russia facing fuel problem over Ukrainian drone attacks - Politico
Three killed as Russia hits Odesa with ballistic missiles
Tribunal for Russian criminals will not be like previous ones - Head of VR Committee
Stoltenberg: Ukraine's trust in NATO allies dented by aid delays

დიდი ბრიტანეთის ელჩი - ნებისმიერ რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის

04.18.2024 | 13:15 ნახვები: 225

გაერთიანებული სამეფო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძალიან მტკიცე მხარდამჭერია. ნებისმიერი რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩემმა ევროკავშირელმა კოლეგამ, პაველ ჰერჩინსკიმ, ასევე, შარლ მიშელმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ნათლად განაცხადეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ამ კანონის გავლენის შესახებ. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, ის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძალიან მტკიცე მხარდამჭერია, მას მტკიცედ სჯერა, რომ ენერგიული, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უმთავრესი კომპონენტია ნებისმიერი თანამედროვე დემოკრატიისა. ასე რომ, ნებისმიერ რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის მის მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის და ჩვენ ამის შესახებ უკვე გარკვევით განვაცხადეთ“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უდიდესი მხარდამჭერია.

„სუვერენიტეტი ნიშნავს არჩევანის გაკეთებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყანა ევროკავშირის წევრი აღარ არის, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკის მიზანია ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და თქვენს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ გსურს, ევროკავშირში გაწევრიანება. ასე რომ, ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ განმარტავს და რას გადაწყვეტს, გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს საქართველოს ამ გზაზე“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა