"ჩვენ ვართ ევროპა! ვიყავით, ვართ და ვიქნებით!" - მეუფე ზენონის მიმართვა
ინგოროყვას კლინიკის დირექტორი - ლევან ხაბეიშვილს აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა - თვალის მთლიანობა დარღვეული არ არის, თუმცა საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციის
"ყურადღებით ვაკვირდებით აქციებს... მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივის სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას" - სახდეპი
მეუფე ზენონი - ადამიანზე დიდი ფასეულობა ქვეყნიერებაზე არ არსებობს
მეუფე ზენონი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა
არსებული ინფორმაციით, ნაცემია სოფო ჯაფარიძეც, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი
"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან..." - აშშ-ის სახდეპის სანქციების კოორდინატორი
არსებული ინფორმაციით, რუსთაველზე, ამერიკელ იურისტს ტედ ჯონასს, ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლევან ბეჟაშვილი - არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს

04.18.2024 | 10:48 ნახვები: 260

არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში, როდესაც იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ებრძვიან რუსულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ. არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც მიხეილ სააკაშვილს რუსი ოლიგარქის ციხეში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ბეჟაშვილმა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, ნავალნის სიკვდილზე, საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე, აშშ-ს მხრიდან სანქცირებულ მოსამართლეებსა და რუსულ კანონზე ისაუბრა.

„ნავალნის სიკვდილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის გამოფხიზლების ნიშანი იყო. მისი გარდაცვალება ხაზს უსვამს ავტორიტარულ რეჟიმებთან და დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე მათ თავდასხმებზე დაპირისპირების გადაუდებელ აუცილებლობას.

სამწუხაროდ, ნავალნიზე წარსულში ვსაუბრობთ. რას ვაკეთებთ ახლა რომ იგივე არ დაემართოს ყარა-მურზას, სააკაშვილს და სხვა პოლიტპატიმრებს?

ჩვენს საზღვრებში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი დემოკრატიის საგანგაშო უკან დახევაზე საქართველოში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იმედისა და დასავლური რეფორმების სიმბოლო, ციხეშია, რადგან გაბედა ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მისი პოლიტიკური პატიმრობა ხაზს უსვამს იმას, რომ ავტორიტარული რეჟიმები არ შეწყვეტენ ოპონენტების გაჩუმებას და ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობებს.

ის ფაქტი, რომ სააკაშვილის საქმეში მონაწილე მოსამართლეები და ყოფილი გენერალური პროკურორი სანქცირებული იქნა აშშ-ს მიერ, მიუთითებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის ეროზიაზე საქართველოში.

არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც ბატონ ყარა-მურზა პუტინის ციხეში.

არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში, როდესაც იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ებრძვიან რუსულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ. არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც მიხეილ სააკაშვილს რუსი ოლიგარქის ციხეში.

და არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც უკრაინელებს, როდესაც გმირულად იცავენ დემოკრატიას და სწირავენ სიცოცხლეს ბრძოლის ველზე.

მოგიწოდებთ, იგივე სიმამაცით ავიღოთ ევროპის დროშა, რომელიც დემოკრატიის, სამართლიანობისა და მჩაგვრელი რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა. ჩვენ გვჭირდება უფრო გადამწყვეტი ქმედებები, გარდა რეზოლუციებისა.

ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ პოლიტპატიმრებისგან თავისუფალი სამყაროს შექმნისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დასრულდეს ბატონი ყარა-მურზასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა