პრეზიდენტი - დღეს ვიღაცებს სურთ, ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად
პრეზიდენტი - მოგმართავთ თქვენ, ქართულ ჯარს, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას
Russian army loses 1,250 more soldiers in Ukraine over past day
General Staff: 115 combat clashes on front lines in past day
Yermak, U.S. delegation hold third round of talks on bilateral security agreement
Sandu - EU needs "Marshall plan" for Moldova, Ukraine
PMs of Ukraine and Ireland discuss confiscation of Russian assets
Zelensky on war: Partner intelligence agencies are informed about threats and prospects

"ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს" - ლევან იოსელიანი

04.18.2024 | 02:08 ნახვები: 293

"ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს," - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი Facebook-ის პირად გვერდზე წერს. 

ცნობისთვის, 

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცავებს შორის დაპრიისპირება იყო.

ალეკო ელისაშვილმა რამდენჯერმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს.

საბოლოოდ, ელისაშვილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც სამართალდამცავებმა აღნიშნეს, ვინაიდან ელისაშვილი დეპუტატია, მას ვერ დააკავებენ, ამიტომ მისი ტერიტორიიდან განრიდება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ აქციის - "არა რუსულ კანონს" მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისთვის მიცემული 1 - საათიანი ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და ამ დრომდე იქ იმყოფებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა