ZEG - ამბის თხრობის ფესტივალზე ბილეთების გაყიდვა იწყება
„პროფესიები მომავალში“ - თიბისის შეხვედრების ახალი სერია
თამარ კორძაია „ქართულ ოცნებას“ - თქვენ დღეს უომრად, ხმის ამოღების გარეშე თმობთ რეალურ სუვერენიტეტს და ამას აკეთებთ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული
ანა ნაცვლიშვილი - ივანიშვილო, ეს ქვეყანა არ გახდება შენი ბოსტანი
ბათუმში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
ტარიელ ნაკაიძე „ქართულ ოცნებას“ - გუშინდელმა დღემ თქვენი სახის ლუსტრაცია მოახდინა, მადლობა, რომ ეს დღე გვაჩუქეთ
ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას - გუშინ თქვენ მთაწმინდა გადმოაპირქვავეთ
გიგი უგულავა - ხელისუფლებამ ფეხი დაადგა იმ „ფოცხს“, რომელიც აუცილებლად მოხვდება

ნიკა გვარამია - უნდა შევიდეთ ან ჩამოვიდეს, კობახიძეს უნდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ

04.18.2024 | 00:06 ნახვები: 239

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის კანცელარიაში შესვლას და პრემიერ-მინისტრთან დალაპარაკებას ითხოვენ.

„უნდა შევიდეთ, ან აქეთ ჩამოვიდეს, ვისაც უნდა. მიზანი შესვლა და ლაპარაკია“, - ასე უპასუხა პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პოლიციას, მთავრობის კანცელარიის წინ, კითხვაზე, თუ რატომ მიიწევდნენ აქციის მონაწილეები მთავრობის შენობის მიმართულებით.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელმეორედ შემოიღო, ხალხის მოთხოვნა შეიცვალა და „არა რუსულ მთავრობას“ გახდა.

„მთავრობას 1-საათიანი ვადა მისცა ათი ათასობით ადამიანმა, რომელიც რუსთაველზე იდგა. ჩვენ, ჯერჯერობით ამ ქაჯეთის ციხის ქაჯი ბინადარი გვმართავს. ველოდებით შეხვედრას. უნდა შევხვდეთ და უნდა დაველაპარაკოთ, ხალხს ასე უნდა. მოლოდინები მას ჰქონდეს, ჩვენ გვაქვს მიზნები და მიზანს ავასრულებთ. საქართველო ევროპის ნაწილია და ეს ვერ შეიცვლება. შეიცვლება მთავრობა, მაგრამ ჩვენი მიზანი არ შეიცვლება.

თქვენ წასული ხელისუფლებები არ გინახავთ თუ საქართველოში ამას უკვე გადავეჩვიეთ? ჩვენ ნებით წასული ხელისუფლება გვახსოვს. ესენიც აუცილებლად წავლენ. მას მერე, რაც კანონი ისევ შემოიღეს, მოთხოვნა შეიცვალა და გახდა „არა რუსულ მთავრობას“.

ამ შენობაში ჯერჯერობით ისევ კობახიძე ზის. მას უნდა ჩავხედოთ თვალებში და დაველაპარაკოთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა