პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანის შეხვდა

01.12.2023 ნახვები: 333

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანის შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილეები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ირაკლი შოთაძემ ელჩ რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარების კუთხით.

გენერალურმა პროკურორმა შეერთებული შტატების ელჩს საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმები გააცნო და პროკურატურის შემდგომი განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც, რომელიც ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციისა და სამართლებრივი დახმარების სფეროში ხელშეკრულებების გაფორმებას ითვალისწინებს.

აშშ-ის ელჩმა, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული დახმარებისთვის, მათ შორის, ექსტრადიციების მიმართულებით.

გენერალურ პროკურატურაში ვიზიტით მყოფმა სტუმრებმა, აშშ-ის საელჩოს და იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ციფრული ლაბორატორია და გენერალური პროკურატურის შენობაში განთავსებული, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი დაათვალიერეს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა