პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

ილია დარჩიაშვილი - ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ხელისუფლებამ გასწია

01.12.2023 ნახვები: 322

საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და ეს იქნა შესაბამისად აღქმული და შეფასებული ევროკომისიის მიერ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული მიმდინარე წლის 15 დეკემბრისთვის.

„მე არ დავყოფდი ახალ და ძველ რეკომენდაციებს, არც რაოდენობით დავითვლიდი ამ რეკომენდაციებს, საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და ეს იქნა შესაბამისად აღქმული და შეფასებული ევროკომისიის მიერ. ეს გამოიხატა კონკრეტულ რეკომენდაციაში, შესაბამისად, ეს მიღებული რეკომენდაცია საუბრობს იმ ძალისხმევაზე, რომელიც გასწია ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა ქვეყანამ. სწორედ ეს ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გვაქვს აღქმა, რომ ერთ ან ორ თვეში ან რომელიმე ტიპის დოკუმენტით ეს პროცესი დაიხურება. საქართველო თანმიმდევრულად არის ჩართული ამ პროცესში. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას სჭირდება მუდმივად განგრძობადი რეფორმები და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას აქვს აღებული და ეს არის გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროპული ოჯახის საბოლოო წევრობამდე. რაც შეეხება ლიდერებთან კომუნიკაციას, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე მე, ძალიან ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა პლატფორმებს იმისათვის, რომ ორმხრივ ფორმატებში ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან. ერთი არის ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც დადო ეს დასკვნა, ხოლო მეორეა, როდესაც ჩვენ უკვე წევრ ქვეყნებთან, დედაქალაქებთან უშუალოდ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღონ. საბოლოო ჯამში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის თითოეული წევრი ქვეყნიდან ერთი ხმა, შესაბამისად, მასშტაბის თუ მოცულობის თუ ნებისმიერი პარამეტრით შეფასების მიუხედავად, თითოეულ ქვეყანას აქვს ერთი ხმა და ჩვენთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს გადაწყვეტილება კონსენსუსით უნდა მიიღოს ყველა წევრმა ქვეყანამ, შესაბამისად, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული მიმდინარე წლის 15 დეკემბრისთვის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა