პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო ხდება

01.12.2023 ნახვები: 485

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პაკეტს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს.

ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც საკანონმდებლო ცვლილებათა ავტორები განმარტავენ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანს წარმოადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას, სავალდებულო იქნება სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა, დადგინდეს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი ან დაწესდეს დამატებითი მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, პირს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების ხუთი ქულით შემცირება. ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა