პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

შტორმია ფოთში, ანაკლიასა და ზოგადად, სანაპირო ზოლზე - მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური

27.11.2023 ნახვები: 584

სინოპტიკოსების ცნობით, გაძლიერდება სტიქიური მოვლენები, კიდევ უფრო ძლიერ შტორმს ველოდებით - სერიოზული შტორმია ფოთში, ანაკლიასა და ზოგადად, სანაპირო ზოლზე,- ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, სტიქიის ზონებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

„სერიოზული შტორმია ფოთში, ანაკლიასა და ზოგადად, სანაპირო ზოლზე. ტალღებმა ნაწილობრივ გაანადგურა ფოთის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, რათა პრევენცია მოვახდინოთ. ჯერ ადრეა საუბარი, თუ რა ზარალი მივიღეთ. არათუ უკან იხევს, პირიქით, სინოპტიკოსების ცნობით, გაძლიერდება სტიქიური მოვლენები და კიდევ უფრო ძლიერ შტორმს ველოდები“,- აღნიშნა გიორგი გუგუჩიამ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა