პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

კვარაცხელიას მეოთხე გოლი სერია A-ში - „ნაპოლიმ“ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი თამაში მოიგო

26.11.2023 ნახვები: 471

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ფორმით მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა – ნეაპოლელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა „ატალანტას“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარეს და 2:1 მოიგეს.

სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრაში, ბერგამოში საქართველოს ნაკრების ლიდერი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. 34-ე წუთზე ჯაკომო რასპადორის გადაცემით ამირ რახმანიმ მასპინძლებს გაუტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.

43-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ჩააწოდა, ზუსტი თავური დარტყმით კი გოლი კვარაცხელიამ გაიტანა და „ნაპოლი“ დააწინაურა.

მეორე ტაიმში „ატალანტამ“ შეუტია და 53-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – ფლანგური გადაცემა თავური დარტყმით მასპინძელთა ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ადემოლა ლუკმენმა დააგვირგვინა.

63-ე წუთზე „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა, რომელიც ნიგერიის ნაკრებში სექტემბერში მიღებული ტრავმის გამო ორი თვე ვერ თამაშობდა. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა სტუმართა მეორე გოლში – გადაცემა ჩაჭრა და კარის წინ ელიფ ელმასი დატოვა, რომელმაც „ნაპოლი“ 79-ე წუთზე დააწინაურა.

13 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 24 ქულა დააგროვა, „მილანს“ (23) გადაასწრო და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდა.

კვარაცხელიამ კი ბოლო სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა – მანამდე ხვიჩამ ორი გოლით თავი საქართველოს ნაკრებში შოტლანდიასთან გამოიჩინა და ერთიც ესპანეთთან შეაგდო.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა