პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

თამარ ჩუგოშვილი მერაბ ტურავას - არ გამეღიმოს ახლა? მთავრობის წარმომადგენლის ნაცვლად პასუხობენ პარლამენტის წევრები - კარნახობს ხან ერთი, ხან - მეორე, ეს იწვევს ღიმილს

03.10.2023 ნახვები: 449

ქალბატონო თამარ, ჩვენ თქვენს გამოსვლაზე არ გაგვიცინია, თქვენ ძალიან მხიარულად ხართ პროცესზე, - ამ სიტყვებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელ თამარ ჩუგოშვილს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას მას შემდეგ, რაც ჩუგოშვილმა პროცესის მიმდინარეობისას გამოკვეთილ გარკვეულ გარემოებაზე საკუთარი პოზიცია ღიმილით გამოხატა.

როგორც ტურავამ აღნიშნა, მის ნათქვამზე ჩუგოშვილის მხრიდან ირონიას ჰქონდა ადგილი.

„ქალბატონი თამარის სიცილის და მხიარულების გარეშე ისევ დავუბრუნდეთ წარდგინების ავტორებს და მის გარშემო საკითხების განხილვას. ქალბატონო თამარ, ჩვენ თქვენს გამოსვლაზე არ გაგვიცინია, არ შეგვიფასებია არც ისე, არც ასე, მოგისმინეთ ყურადღებით, ისაუბრეთ კარგად, ცუდად, საშუალოდ - ეს უკვე ჩვენი შესაფასებელია და თქვენი მხრიდან ირონია ამ შემთხვევაში, იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ვთქვი... მოდით, ნუ წავალთ შორს განსახილველი საკითხიდან“, - განაცხადა ტურავამ, რაზეც ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მისი ღიმილი „ამას არ ეხებოდა“.

„არ ვიცი, თქვენ ძალიან მხიარულად იყავით პროცესზე. გავაგრძელოთ სხდომა, ნებისმიერს შეუძლია შეკითხვა დასვას, რომელიც აქვს, უბრალოდ გითხარით ის, რომ ჩვენი განხილვის საგანია ის სამი შემთხვევა, რომელზეც პარლამენტის 80 წევრი მოვიდა ჩვენთან - საფუძვლიანად, უსაფუძვლოდ, ამას ჩვენ შევაფასებთ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტურავამ, რის შემდეგაც ჩუგოშვილმა მისი ღიმილის მიზეზი განმარტა.

„აი, არ გამეღიმოს ახლა, მთავრობის წარმომადგენლის ნაცვლად რომ პასუხობენ პარლამენტის წევრები? [მთავრობის საპარლამენტო მდივანს] შეჯამებაში და პასუხებში ეხმარებიან, ეს იწვევს ღიმილს. კარნახობს აგერ, ხან ერთი, ხან - მეორე“, - განაცხადა ჩუგოშვილმა, რასაც კვლავ ტურავამ უპასუხა.

„ქალბატონო თამარ, თქვენ მიმართ რამე აგრესიულად გამოხატული პოზიცია არ მქონია, უბრალოდ გამიკვირდა, რომ გაგეღიმათ. ამის უფლება თქვენ, რა თქმა უნდა, გაქვთ, ამაში ვერ შეგზღუდავთ, უბრალოდ უადგილოდ ჩავთვალე იმ დროს“, - განაცხადა ტურავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა