პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

მერაბ ტურავა - გამიკვირდა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც, წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო და სხდომაზე იურისტებთან ერთად არ არის წარმომადგენელი

03.10.2023 ნახვები: 369

გამიკვირდა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც, წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო, რომელშიც პრეზიდენტი მოღვაწეობს და თქვენთან ერთად არ არის, როგორც წარმომადგენელი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს.

როგორც მერაბ ტურავამ აღნიშნა, სასამართლოს თუ დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, განჩინებით დაადგინოს პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება.

„ვფიქრობ, ისე არ მოხდება, თქვენ რომ დააფიქსირებთ პოზიციას, პრეზიდენტი არ გამოვა და არ იტყვის, რომ ეს არის იურისტების პოზიცია და მე ხომ იურისტი არ ვარ, იმათ გააკეთეს ასეთი განმარტება, მე ასე ვფიქრობო. გამიკვირდა ის, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც, წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო, რომელშიც პრეზიდენტი მოღვაწეობს და თქვენთან ერთად არ არის, როგორც წარმომადგენელი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. თქვენ კვალიფიციური იურისტები ბრძანდებით, ამ შემთხვევაში თქვენს კვალიფიკაციას კი არ ვაყენებთ ეჭვქვეშ, მაგრამ ფაქტები ალბათ საპარლამენტო მდივანმა, პრეზიდენტმა და სხვა პიროვნებებმა უფრო კარგად იცოდნენ, თუმცა თქვენ ამბობთ, რომ ამ დღეებში ისე კარგად შეისწავლეთ ამ წარდგინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ შეგიძლიათ, ჩვენ წინაშე გამოხვიდეთ. თუ სასამართლოს დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, გვაქვს უფლებამოსილება, როგორც სასამართლო ორგანოს, განჩინებით დავადგინოთ პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება. სხვა საკითხია, მერე ის ამ შემთხვევაში ისაუბრებს თუ არა ჩვენ წინაშე, მაგრამ თუ ისეთ საკითხები იქნება ვიზიტებთან დაკავშირებით, რომლებიც თქვენი მხრიდან უფრო მეტ ინფორმაციას მოითხოვს, ჩვენ ამ უფლებასაც ვიტოვებთ“, – განაცხადა ტურავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა