თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
პრემიერი - თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ

პრემიერ-მინისტრი - ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება

06.05.2023 | 14:29 ნახვები: 343

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში, ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს არის ამბიციური, თუმცა საჭირო გადაწყვეტილება.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა, არსებული აეროპორტის გაფართოების საკითხზეც.

„პირველ რიგში, მინდა, მთავარი საკითხი გამოვიტანო განსახილველად, ეს არის მე ვიტყოდი, ამბიციური გადაწყვეტილება მაგრამ ვფიქრობ, რომ გვაქვს დღეს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანიც, რომ გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა, რამდენიმე თვეა, აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. მინდა, მოკლედ შევაფასო დღეს არსებული აეროპორტი. ალბათ, დამეთანხმებით, რომ არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ უძლებს, შეიძლება ასე ითქვას, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, იმ ამბიციურ მიზნებს, რომლებზეც ახლა მინდა, გესაუბროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ და გვაქვს სურვილი, რომ გრძელვადიან პროექტზე იყოს გათვლა. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ხუთი ან ათი წლის განმავლობაში გათვლილი პროექტი და ამიტომ, აქედან გამომდინარე, მინდა, შემდეგი გადაწყვეტილების თაობაზე მოგახსენეთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი. ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება, მაგრამ არსებობს ამის თაობაზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტები ისაუბრებენ, ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსებიც, შეზღუდვებიც და ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას. მით უმეტეს, თუ გვინდა, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა, ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი, ვიმსჯელეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა ოცი, ორმაცდაათწლიანი და თუნდაც ასწლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ და ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ სათანადო, ინფრასტრუქტურად გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ლოკაცია, ასეთი ადგილი თბილისში არის და შეიძლება ითქვას, იდეალურია ამ მიზნით, არის ვაზიანის აეროდრომი, ყოფილი აეროდრომი“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე თვეა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ამიტომ, ჩემი დავალებით რამდენიმე თვეა, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ კუთხით. ჩვენი სურვილია, ამ პროექტის შესწავლაში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო, პროექტანტები, მშენებლები, არქიტექტორები, ჯერ კარგად უნდა შევისწავლოთ ეს ადგილი და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია, თანამედროვე საერთაშორისო კლასის აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს, როგორც მე აღვნიშნე დასაწყისში, შეიძლება გახდეს ჰაბი, რაც არაერთხელ გვითქვამს. ეს უნდა იყოს ტრანზიტულ-ლოჯისტიკური და თანამედროვე მგზავრზე გათვლილი საერთაშორისო კლასის აეროპორტი. ასევე, ჩვენ საუბარი გვქონდა „კარგო ტერმინალების“ მშენებლობაზე საუბარი და ასე შემდეგ. ამის თაობაზე დეტალურად გვექნება განხილვა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან ამბიციური, მაგრამ საჭირო პროექტი ქვეყნისთვის. თორემ, რა თქმა უნდა, არსებული აეროპორტი რაც გვქვს, ის დღევანდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ თუ გვინდა დავიგეგმოთ და გრძელვადიან პროექტზე გვქონდეს გათვლა, ამიტომ საჭირო არის უფრო ახალი პროექტის, ახალი ამბიციური პროექტის განხორციელება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ქვეყანაში მგზავრთნაკადი თითქმის 30%-იანი მატება გვაქვს ყოველ წელს, რა თქმ აუნდა, ეს ძალიან კარგია. ასევე საქართველოს აეროპორტებიდან ხორციელდება პირდაპირი ფრენები მსოფლიოს 58 ქალაქში და რეგურალური საჰაერო მიმოსვლა გვაქვს მსოფლიოს 31 ქვეყანასთან. ამიტომ, ჩვენ ახლა დავიწყეთ, როგორც მოგახსენეთ, შესწავლას, ჩამოვიყვანთ მსოფლიოში წამყვან საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიებს, ჩავრთავთ მათ, ჩავატარებთ ძალიან დეტალურ კვლევას და ამის შემდეგ უკვე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თბილისს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა