პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ 420 ათას დოლარად ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs დაიქირავა

05.06.2023 ნახვები: 508

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs დარეგისტრირდა, როგორც ამას უცხოური გავლენის რეგისტრაციის აქტი (FARA) მოითხოვს.

FARA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია „ფორმულასა“ და Cornerstone-ს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, Cornerstone უზრუნველყოფს კონსულტაციებს საზოგადოებრივ საქმეთა და კომუნიკაციების საკითხებში, რომელიც დაკავშირებულია ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ აშშ-ში საკომუნიკაციო პროგრამის შემუშავებასა და მართვასთან.

„პროგრამის მიზანი იქნება საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის დაცვის ადვოკატირება. კომპანია ჩაერთვება აქტივობებში „ფორმულას“ სახელით, რათა აცნობოს აშშ-ის საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე საკითხების შესახებ, რამდენადაც ეს ეხება საქართველოში დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ მოპყრობას. ეს მოიცავს შეხვედრებს საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან, ურთიერთობებს მედიასთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, საზოგადოებრივი პოლიტიკისა და სავაჭრო ორგანიზაციებთან, ბიზნესლიდერებთან, დარგის ექსპერტებთან და აკადემიურ წრეებთან. ეს მიიღწევა მუდმივი კონსულტაციებით, შეხვედრების დაგეგმვით, ბრიფინგებითა და კლიენტებისთვის საინფორმაციო მასალების შემუშავება/შედგენით, რომელიც შესაძლოა, მოიცავდეს პრესრელიზებს, ინერნეტ კონტენტს, ელექტრონულ წერილებსა და კორესპონდენციას“, – ნათქვამია სარეგისტრაციო განცხადებაში.

აღნიშნული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, ტელეკომპანია „ფორმულა“, Cornerstone-ს საერთო ჯამში, 420 ათასი დოლარის ოდენობით ანაზღაურებას გადაუხდის, რომელიც ოთხი ტრანშის სახით განხორციელდება. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 12 თვეს შეადგენს.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა