პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

ბექა ლილუაშვილი ლევან ხაბეიშვილს - არავისი მიხმარება არ გვჭირდება, აქეთ მივეხმარებით

05.06.2023 ნახვები: 361

არავისი მიხმარება ჩვენ არ გვჭირდება, აქეთ მივეხმარებით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

„არ ვაპირებდი „ნაციონალური მოძრაობასთან“ პოლემიკაში შესვლას, მაგრამ როგორც ჩანს, თვითონ უნდათ რაღაც განცხადებების გაკეთება. ჩვენ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ქართული ოცნებისთვის“ მიხმარების ძალისხმევა, ფრაქციის წევრებმა როგორ დაანიშნინეს მისთვის სასურველი კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კარგად ვიცით, როგორ ეხმარება „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ ქმნის მტრის ხატს და არჩევნებზე ამ თვალსაზრისით წლებია, იმარჯვებს. კარგად ვიცით, კალაძის, იგივე კობახიძის განცხადებები, როგორი საჩუქარია მათთვის ხაბეიშვილი და კეზერაშვილები. ამიტომ მგონი, ყველაფერი ცხადია, არავისი მიხმარება ჩვენ არ გვჭირდება, აქეთ მივეხმარებით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა