23-25 მაისის საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ განცხადებები წესით დაცინვას იმსახურებენ ღალატთან რომ არ გვქონდეს საქმე
კეთროვანი „ტრიუკაჩი“ - „ოცნება“ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს
Russian troops conduct more than 390 attacks in Zaporizhzhia over past day
Russian army loses 1,300 soldiers in Ukraine over past day
Ukraine's air defense forces down all 24 Shahed drones overnight
U.S. lawmakers call on Pentagon to allow Ukraine to use U.S.-made weapons to strike targets in Russia
Zelensky says NATO summit might decide on additional Patriot systems for Ukraine

მთავრობის ანგარიშში ეკონომიკის ცალკეული მიმართულების ზრდის ტენდენციებზეა საუბარი - საჰაერო მიმოსვლა, ტურიზმი, აგროსექტორი

06.05.2023 | 11:37 ნახვები: 371

მთავრობის ინფორმაციით, საქართველო პანდემიამდე არსებულ საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკას წარმატებით უბრუნდება.

მთავრობა წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, სახეზე იყო ფრენების აღდგენის 88%-იანი მაჩვენებელი, ხოლო მგზავრთნაკადის აღდგენის 85%-იანი მაჩვენებელი.

„მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, შესრულებული ფრენების მიხედვით, ავიარეისები აღდგენილია 116%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი − 103%-ით. მთავრობისა და შესაბამისი უწყებების აქტიური ძალისხმევით, 2022 წელს საქართველოს მიმართულებით, რეგულარული ოპერირება დაიწყეს ავიაკომპანიებმა: კონდორი (Condor), ფლაიუან არმენია (FLYONE Armenia), ვარეშ ეარლაინზი (Varesh Airlines), ფლაიედილი (Flyadeal), არმენია ეარვეისი (Armenia Airways), პარს ეარი (Pars Air), საუთვინდ ეარლაინზი (Southwind Airlines), ეარ მოლდოვა (Air Moldova), ტაი ეარ აზია იქსი (Thai Air Asia X) და ფლაიარნა (FlyArna). 2023 წელს საქართველოს ბაზარზე შემოვა სანექსპრესი (Sunexpress).

ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოდან დაბალბიუჯეტიანმა კომპანია „ვიზ ეარმა“ (Wizz Air) მოახდინა მეორე ხომალდის ბაზირება, ხოლო 2023 წლის ივნისიდან და დეკემბრიდან დაანონსდა ავიაკომპანიის მესამე და მეოთხე ხომალდების ბაზირებები“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში, საშუალოდ, 350 რეგულარული რეისი სრულდება.

„ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ფრენები შესრულდება 40-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ, 30-ზე მეტ ქვეყანაში კვირაში, დაახლოებით, 555 სიხშირით, რაც დადებით გავლენას იქონიებს მგზავრთა გადაადგილებასა და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენაზე ქვეყანაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება. პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში მთავრობა აღნიშნავს, რომ 2022 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 5 426 903 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 58%-ით აღდგენის მაჩვენებელია.

„საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 3 652 949 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემების 71.9%-ით აღდგენის მაჩვენებელი და, 2021 წელთან შედარებით, +131.6%-იანი ზრდის მაჩვენებელია. აღდგენის დინამიკა სტაბილურობას განაგრძობს. 2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1 208 462-ით განისაზღვრა, რაც 2019 წლის მონაცემების 74.7%-ით აღდგენის მაჩვენებელია. ტურისტული ვიზიტების შემთხვევაში კი, აღნიშნული აღდგენის მაჩვენებელი 95%-ს აჭარბებს (845 332 ტურისტული ვიზიტი)“, – აღნიშნავს მთავრობა.

მთავრობის ცნობით, 2023 წელს, პირველად ქვეყნის ისტორიაში, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ღირსეულად წარსდგა ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე − ITB Berlin 2023, რაც უდიდეს შესაძლებლობას წარმოადგენდა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენისა და ტურისტული პროდუქტების გაცნობის.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩატარდა LIVE ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 5 500-მა მონაწილემ 160-ზე მეტი ქვეყნიდან.

მთავრობის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს აღემატება 10.5%-ით.

მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ მზარდია ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რომელმაც, 2022 წლის მონაცემებით, 173 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ მიმართულებით, 2021 წელთან შედარებით, 14%-იანი ზრდა აღინიშნა. ასევე, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა 4.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.1 მლრდ ლარით (96%), ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს 0.5 მლრდ ლარით (13%) აღემატება. სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1,7 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 1.01 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 284 მლნ ლარს შეადგენს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, გაცემულ იქნა 857 მლნ ლარამდე ღირებულების 14 ათასზე მეტი სესხი, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 160 მილიონ ლარზე მეტია”, – ნათქვამია ანგარიშში.

მთავრობის ცნობით, 2022 წელს ღვინის წარმოების მიმართულებით ისტორიული შედეგები დაფიქსირდა.

„საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულ იქნა 103 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია”, – აღნიშნავს მთავრობა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა