პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ რუსეთს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის? ეს არის აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელი

31.05.2023 ნახვები: 2812

ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ რუსეთს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის?! ეს არის აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო აღმოჩნდეს იქ, სადაც იმსახურებს.

„საქართველოს ევროპული გზა გახლავთ ძირითადად ევროპული მზარდო ძალისხმევისა, როდესაც საქართველო თავის შემართებას აცხადებს, მას ეხმიანება დიდი დახმარება ევროპის მხრიდან წლების განმავლობაში და ველოდებით რა ისტორიულ გადაწყვეტილებას, მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის მადლობა გადავცე ევროპას, რადგან ევროკავშირმა მხარდაჭერა გაუწია საქართველოს ქვეყნის აყვავების თვალსაზრისით ყველა სექტორში. საქართველოს ეკონომიკისთვის არსებობს ევროპული დახმარება და ევროპული ბაზრების გამოყენება საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლებას იწვევს.

ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ რუსეთს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის? ეს არის აბსოლუტურად ამორალური და აბსოლუტურად მიუღებელი. ევროკავშირი უზრუნველყოფს სტაბილურობას. როდესაც რუსული ტანკები შემოვიდა საქართველოში, ჩვენმა პარტნიორებმა ტრაგიკული მოვლენების შემსუბუქება შეძლეს. საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს ევროკავშირში, პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი იყო შუამავალი და შეაჩერა რუსეთის სვლა საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცაღა, არ იყო საკმარისი ევროპული რეაქცია, რადგან რუსეთმა არ გადაუხადა შესაბამისი ფასი, მაგრამ ევროპის გარეშე თბილისის ოკუპაცია მოხდებოდა.

2008 წლიდან ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ მექანიზმი, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს რუსეთის დესტაბილიზაციისა. ევროკავშირი მუდამ მხარს გვიჭერს მაღალ დონეზე დიპლომატიური მიმართულებით, შიდა და საგარეო თვალსაზრისით. ძალიან დიდი მადლობა აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, მეგობრებს, მათი მუდმივად დახმარებისთვის.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაციების, წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტები გახლავთ ყოველდღიური დემონსტრაცია ჩვენი სიახლოვისა, იმ მხარდაჭერისა, რომელიც მათ სჭირდებათ და მთავრობისთვის შემახსენებელია, რომ უნდა დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რომელიც შემდეგ ისტორიულ ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირი გვეხმარება, მაქსიმალურად დაახლოვდეს ინტეგრაციის პროცესი.

„საქართველომ 20 წლის განმავლობაში გაიარა ევროკავშირის მეზობლიდან, ასოციაციამდე გზა და უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება. ევროპამ მოაგვარა საკითხი გეოგრაფიისა იდენტურობის საპირწონედ. ფოკუსი გაკეთდა იმაზე, ჩვენ რა ვერ მივიღეთ და რისი მიღება შეგვეძლო. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროპარლამენტმა, ევროპერსპექტივამ დახურა ეგზისტენციური დებატები, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი წევრობის წინააღმდეგ არგუმენტების სტიმულირებას ახორციელებდა და ევროკავშირმა გაუგზავნა ორი გზავნილი საქართველოს მოსახლეობას – თქვენ ხართ ევროპა და თქვენი გზა ევროპისკენ თქვენს ხელშია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანა ითხოვს კანდიდატის სტატუსს ისე, როგორც ოჯახის წევრი ითხოვს აღიარებას, დაცვასა და მხარდაჭერას.

„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩემი გამოსვლა არ გახლავთ, ჩემი გამოსვლა უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა კანდიდატის სტატუსისა. მე მინდოდა, ჩვენი ევროპული იდენტურობა წარმომეჩინა თქვენ წინაშე, ის ფასი, რაც გადაიხადა საქართველომ რუსული აგრესიის თვალსაზრისით. მინდოდა, ამეხსნა, რომ ჩვენ ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს, როგორც ოჯახის წევრი ითხოვს აღიარებას, დაცვასა და მხარდაჭერას. კანდიდატის სტატუსი ნამდვილად ნიშნავს აღიარებას დაუღალავი ბრძოლისა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ევროპული თვითმყოფადობისთვის.

ჩვენ პირველებს გვესმის ჩვენი მინუსები და არ გვინდა, ამ მინუსებმა ჩვენი მიღწევები გადაფაროს. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს გახლავთ მხოლოდ ერთი თაობის დრო. ამ პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმების თვალსაზრისით სერიოზული პროგრესი განვიცადეთ. ჩვენ არ ვართ იდეალურები, შორს ვართ აქედან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა