პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

"კრედიტ სვისის" გადაწყვეტილებები უკანონო და დანაშაულებრივია - "ოცნება" შვეიცარული ბანკის წინააღმდეგ

29.05.2023 ნახვები: 1486

"ოცნება" ივანიშვილს იცავს და "კრედით სვისს" აკრიტიკებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ შვეიცარული ბანკის გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის ფულის არდაბრუნების თაობაზე დანაშაულებრივია. 

"ბიძინა ივანიშვილი მის უფლებებში იყო მართალი. მისი პოზიცია იყო, რომ მასთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა უკანონო ჩარევებს, რაც დადასტურდა კიდევ ერთხელ, აშიშვლებს იმ ძალიან მძიმე სიტუაციას, რომელიც უკავშირდება კრედიტ სვისი მოქმედებას, მენჯმენტს და მათ მიერ, დიდი ალბათობით, უკანონო თუ არა დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღების, - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

ოხანაშვილის მსგავსად ირაკლი ქადაგიშილის ამტკიცებს, რომ ზეწოლა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სამიმართით ხორციელდება, ამორალურია.

"წინააღმდეგია ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებისა, მითუმეტეს, ისეთი განცხადების გაკეთებისა, რომელიც საქართველოს რაიმე სახით საფრთხის წინაშე დააყენებს, მათ შორის კონფრონტაციის და ომის მიმართულებით.  მე ვფიქრობ, რომ სწორედ აქედან არის გამოწვეული, რომ ამ ადამიანზე ხორციელდება ასეთი ყოვლად უკანონო, ამორალური ზეწოლა, მაგრამ მისი პოზიცია არის ურყევი იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა პოლიტიკაში დაბრუნება, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სინგაპურის სასამართლოს განჩინების მიუხედავად, შვეიცარული ბანკი ბიძნა ივანიშვილს ფულს ისევ არ უბრუნებს. სპეციალური განცხადება აღნიშნულის თაოაბზე ოლიგარქის ახალმა ადვოკატებმა გაავრცელეს.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა