შსს - ამოღებულია 52 კილოგრამამდე „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
Russian army loses 1,380 more soldiers in Ukraine
More than ten countries support Germany's initiative to bolster Ukraine's air defense
Ukrainian soldiers destroy Russia’s surveillance system with drone
More than 1,600 developments registered on Brave1 platform – Digital Transformation Ministry
Almost two-thirds of Poles want fortifications on border with Russia, Belarus
Zelensky: Every limitation of Russia's terrorist potential is forcing it to peace
პოლონეთში რუსეთის დივერსიულ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის 9 ადამიანი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილი - ქართველებმა მთელ მსოფლიოში და, პირველ რიგში, საქართველოში, უფრო ხმამაღლა ამოიღეთ ხმა ამ უსამართლობაზე

05.12.2023 | 18:37 ნახვები: 2233

სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება, ვაგრძელებ ბრძოლას სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მისმა ყველა მომხრემ და საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ თითქმის ორი წელია აწამებენ.

„სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება. ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება. მინდა, ყველა ჩემმა მომხრემ და, საერთოდ, საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა გაიაზროს, რომ უკვე თითქმის ორი წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით, სრულიად უდანაშაულოს.

ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო და მყარად შემოვატრიალე ის ევროკავშირისა და ნატო-სკენ. ახლა ამას ყველაფერს დიდი საფრთხე ემუქრება და ამიტომაც ვყავარ, პუტინის ბრძანებით, ციხეში.

ქართველებმა მთელ მსოფლიოში და, პირველ რიგში, საქართველოში, უფრო ხმამაღლა ამოიღეთ ხმა ამ უსამართლობაზე!

მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი საქართველოს თავისუფლებისთვის, მინდა, რომ საქართველომაც კიდევ უფრო ხმამაღლა ამოიღოს ხმა ჩემი, ნიკას, ლაზარეს, ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულის თავისუფლებისთვის.

მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ იქნება მხოლოდ უკრაინის იმედზე“, – წერს სააკაშვილი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

 
 
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა