სალომე სამადაშვილი - სუს-ის მეთოდები მოძველდა და სასაცილოდ არ ჰყოფნის არავის!
გია ვოლსკი - ვინც მორალურ დანაშაულს ჩადიან საზოგადოების წინაშე, ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი
"გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
თემურ კუპატაძე - ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული
გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს - შალვა, ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს - არც ეს მორალის პოლიცია და არც ეს სიები არ იმუშავებს
ირაკლი ზარქუა - უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის, ქვეყნის
ალეკო ელისაშვილი - პოლიციელების მიერ ჩემზე ძალადობას არ იძიებენ და ხდება მათი წახალისება
თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს - ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ

ლევან რატიანი - არ ვაპირებ სიკვდილამდე თეთრი ხალათის გახდას, ექიმებს, რომელთაც უხარიათ დღევანდელი ლეტალობის ინდექსი, ვუსურვებ, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს პანდემია

09.03.2021 | 14:22 ნახვები: 328

ჩვენი სახელმწიფო პროტოკოლი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაფუძნებულ პროტოკოლს წარმოადგენს. როგორც კი იცვლება მათი პროტოკოლი, ცვლილება ხდება ჩვენს პროტოკოლშიც, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მიუღია.

„ძალიან ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მიმიღია, ჩემდა სამწუხაროდ და მათ საბედნიეროდ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. იცით, რომ ეს დაავადება სულ ორი წელია, რაც არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დაავადების მიმდინარეობის შესახებ არც მე ვიცი და არც წამყვანმა მეცნიერებმა, ვინც დღე და ღამე სწავლობენ მას. ასევე ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ბოროტებას სიკეთე სჯობია. თუ მათ გააჩნიათ იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ჩვენ, ალბათ დანაშაულიც არის, თუ ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან.

რაც შეეხება ჩვენს სახელმწიფო პროტოკოლს, ის წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაფუძნებულ პროტოკოლს. ამიტომ, როგორც კი იცვლება ჯანმოს პროტოკოლი, ცვლილება ხდება ჩვენს პროტოკოლშიც. კარგად იცით, დღევანდელ დღეს ინფორმაციის გავრცელება რა სწრაფად ხდება, აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ რაიმე სასიკეთო ხდება სამყაროს ნებისმიერ წერტილში, დამერწმუნეთ, ეს ჩვენს პროტოკოლში ასახულია და აისახება.

ძალიან გული მწყდება... მე მაცვია თეთრი ხალათი, არ ვაპირებ სიკვდილამდე ამ ხალათის გახდას და იმ ექიმებს, რომელთაც უხარიათ დღევანდელი ლეტალობის ინდექსი, ჩემდა სამწუხაროდ, გასაოცარია. მე მათ ვუსურვებ, ჩემთან ერთად, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს ეს პანდემია და ყველა სიბოროტე დაგვევიწყებინოს", - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა