უნგრეთი: ოპოზიციამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ორბანმა მარცხი აღიარა
Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი - მოვემზადოთ რუსული გაზის სრული გათიშვისთვის, დღეს ეს ყველაზე სავარაუდო ვარიანტია

10.07.2022 ნახვები: 540

საფრანგეთი რუსეთის მხრიდან გაზის გათიშვას ყველაზე სავარაუდო სცენარად მიიჩნევს.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა.

„მოვემზადოთ რუსული გაზის სრული გათიშვისთვის. დღეს ეს ყველაზე სავარაუდო ვარიანტია. ეს მოითხოვს, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, დავაჩქაროთ მარაგების შევსება, სწრაფად ავაშენოთ LNG-ის მწარმოებელი ქარხანა ლე ჰავრში და ვაიძულოთ ჩვენი თავი, შევწყვიტოთ ორი ან სამი წლის ხარჯვა იმის კეთებაზე, რისთვისაც სხვა ერებს ექვსი თვე სჭირდებათ“, – განაცხადა ლე მერმა.

მისი თქმით, საფრანგეთის მთავრობა მუშაობს იმ კომპანიების განსაზღვრაზე, რომლებმაც უნდა მიიღონ დაცვის პრიორიტეტულობა გაზის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში.

მედიის ცნობით, საფრანგეთის მთავრობა ასევე განიხილავს რიგი ზომების მიღებას გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხების მოსაგვარებლად. მათ შორისაა გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების რეკვიზიცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონპროექტის განხილვა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მომავალ კვირას არის დაგეგმილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა