მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება

მაკდონალდსი რუსეთში ბიზნესს ყიდის და ბაზარს საბოლოოდ ტოვებს

16.05.2022 ნახვები: 652

მაკდონალდსი რუსეთში ბიზნესს ყიდის და ბაზარს საბოლოოდ ტოვებს. მაკდონალდსმა მარტში 850-მდე რესტორანი დროებით დახურა, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კომპანიას რუსულ ბაზარზე მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. 

"უკრაინაში ომით გამოწვეულმა ჰუმანიტარულმა კრიზისმა და არაპროგნოზირებადმა სამუშო გარემომ მაკდონალდსი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ რუსეთში ბიზნესის მფლობელობა მდგრადი აღარ არის, რაც მაკდონალდსის ღირებულებებს არ შეესაბამება,” - განაცხადეს კომპანიაში

"ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენი გლობალური საზოგადოების წინაშე, რომ ურყევი ვიყოთ ჩვენს ღირებულებებში. ჩვენი ერთგულება ჩვენი ფასეულობებისადმი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ იქ ყოფნას,” - თქვა მაკდონალდსის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

გასულ თვეში, მაკდონალდსმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინაში რესტორნების დახურვა $127 მილიონი დაუჯდა. მაკდონალდსი რუსეთში 62000 თანამშრომლის ანაზღაურებას აგრძელებდა, მიუხედავად იმისა, რომ რესტორნები არ ფუნქციონირებდა. პერსონალის ხარჯები, იჯარა და მომარაგება კომპანიას $27 მილიონი დაუჯდა, $100 მილიონი კი საკვებთან დაკავშირებული ხარჯებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა