უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
ოპოზიციის ალიანსი - აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ
დონალდ ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა
წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

ვარლამ გოლეთიანი - ბარიკადების აღების შემდეგ, ველოდებით განცხადებას დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით

17.06.2021 ნახვები: 553

ბარიკადების აღების შემდეგ, ველოდებით განცხადებას დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ მიერ დაყენებული პირობების შესრულების შემდეგ, მხარეები მედიატორის მონაწილეობით მორიგ შეხვედრას გამართავენ.

„ჩვენი მოლაპარაკების პირველი ნაწილი იყო, შესრულებულიყო ის პირობები, რაც გულისხმობს ბარიკადის აღებას და პოლიციის გასვლას. ახლა დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით ველოდებით განცხადებას ამის შემდეგ კი დაინიშნება შემდეგი შეხვედრა და უკვე გავაგრძელებთ საუბარს პირობების შემდეგ ნაწილზე, რაც გულისხმობს სამუშაო პროცესის შეჩერებას. მედიაციის პროცესში სამუშაოები უნდა შეჩერდეს", - განაცხადა გოლეთიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა