ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

ირაკლი ქადაგიშვილი - პოდოლიაკის განცხადება არის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი, ამ ადამიანს არ აქვს შეგრძნება ეროვნული ღირსების და ამიტომ, ასე ადვილად აყენებს ქართველ ხალხს შეურაცხყოფას

09.08.2022 ნახვები: 685

ეს არის უკრაინის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან მორიგი შეურაცხმყოფელი განცხადება საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ გაკეთებული. ამ მხრივ სამწუხაროდ ახალი არაფერი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული განცხადება, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ქადაგიშვილის თქმით, პოდოლიაკის განცხადება მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს – საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი.

„ვფიქრობ, როდესაც თვითონ არიან გარკვეულ სასოწარკვეთაში ჩავარდნილი, ცდილობენ, რომ ეს ისრები რატომღაც საქართველოზე გადმოიტანონ. ომის დაწყების დღიდან უკრაინის თუ ადგილობრივი რადიკალური ომის მომხრე ოპოზიციის წარმომადგენლებისგან იყო დაუსრულებელი ძახილი, რომ სანქცირებული ტვირთები გადადის და რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგებას ახორციელებს საქართველო. დღიდან ამ განცხადებებისა უკვე ექვს თვეზე მეტია გასული, არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი. რატომ? იმიტომ, რომ ბუნებაში ასეთი რამ არ ხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკატორის პროვოკაციული განცხადება, რომელიც არის შეურაცხმყოფელი მთელი ქართველი ერისა და ხალხის. ამ ადამიანს არ აქვს შეგრძნება ეროვნული ღირსებისა და ამიტომ, ასე ადვილად აყენებს ქართველ ხალხს შეურაცხყოფას. ეს არის ძველი პროვოკატორის ძველი პროვოკაციული განცხადებების ხელახლა გამეორება, რომ რამენაირად ამ პროვოკაციული განცხადებებით საქართველოში ვითარების ესკალაციას შეეწყოს ხელი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა