ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

ანა ნაცვლიშვილი - მინდა, ჩვენს ხელისუფლებას უფრო პატივისცემით ესაუბრებოდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, პატივისცემას დამსახურება სჭირდება

25.07.2022 ნახვები: 683

მინდა, ჩვენს ხელისუფლებას უფრო პატივისცემით ესაუბრებოდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, პატივისცემას დამსახურება სჭირდება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლების ტონის შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანი არ ჰგონია.

„ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლების ტონის შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანი არ მგონია. რა თქმა უნდა, ეს საკითხია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არ მგონია. მეორე მხრივ, ვიტყოდი, რომ როგორც ესენი საუბრობენ, ისეთ პასუხებს იღებენ იქიდანაც. რა თქმა უნდა, არც ამათი ტონი მომწონს. მინდა, ჩვენს ხელისუფლებას უფრო პატივისცემით ესაუბრებოდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, პატივისცემას დამსახურება სჭირდება.

რაც შეეხება ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირებას, ძალიან ბევრი ფაქტორია, რის გამოც შესაძლოა, ამ საკითხზე იყოს მოთხოვნა, ფიქრიც და საჭიროებაც, მაგრამ თუ რამისთვის უნდა დასანქცირდეს ივანიშვილი და მისი გარემოცვა, პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს მიტაცების პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ აქვს ჩადენილი. რასაკვირველია, უკრაინასთან დაკავშირებით ივანიშვილის მიერ მართული მთავრობის პოზიციები ძალიან ხშირად არის სამარცხვინოც და პრობლემურიც, მაგრამ სახელმწიფოს მიტაცება არის მთავარი საკითხი, რის გამოც ეს ადამიანი სანქცირებას იმსახურებს. იმ გადაგდებების გამო, რომელიც მან აკადრა ქართველ ხალხს და იმ ტყუილების, მათ შორის წინასაარჩევნო დაპირებების გამო, რომელიც არ შეასრულა. პირველ რიგში, ივანიშვილი ქართველი ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული და სწორედ ამის არშესრულების გამო უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა